,,აფეთქების შანსი იყო, თვითმფრინავი მგზავრებით იყო სავსე!” – რა მოხდა თბილისი-ვენის რეისზე

,,აფეთქების შანსი იყო, თვითმფრინავი მგზავრებით იყო სავსე!" - რა მოხდა თბილისი-ვენის რეისზეთბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია ,,აირზენას” თვითმფრინავმა, რომელსაც რეისი თბილისი-ვენის მიმართულებით უნდა შეესრულებინა, შასი ვერ დახურა.

აირზენას თვითმფრინავმა  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა.

მგზავრებით სავსე თვითმფრინავი თბილისის თავზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა, საბოლოოდ კი მშვიდობიანად დაშვება შეძლო.

,,ვისაც გაიაშვილის კომენტარი არ მოგისმენიათ კითხვაზე, რატომ დასვეს ავარიულად ,,აირზენას”  თვითმფირნავი?! ამის მიზეზი ისაა, რომ ყველა ხელისუფალი ტკბილეულით უმასპინძლდება მას.
ვინც არ იცით, შასი არ დაიხურა თვითმფრინავის, პილოტი იძულებული იყო, ორი საათი თბილისის თავზე ემოძრავა ბაკის დაცლის გამო. ასე რომ არ ექნა აფეთქების შანსი იყო. თვითმფრინავი მგზავრებით იყო სავსე”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.