ალენ დელონი: ,,როცა ჩემი აღსასრულის დრო მოვა, ზუსტად მეცოდინება, რომ ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ”

ალენ დელონი: ,,როცა ჩემი აღსასრულის დრო მოვა, ზუსტად მეცოდინება, რომ ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ''ფრანგი ლეგენდა ალენ დელონი მეგობართან, ასევე ფრანგ ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად ხელჯოხით მივიდა. ბოლო დროს მან ინსულტი რამდენჯერმე გადაიტანა. მას ბარძაყის არტერიაზე ოპერაციაც ჩაუტარდა. მსახიობს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის პრობლემები ჰქონდა.

მაშინ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დელონის ავადმყოფობა მისი ყოფილი მეუღლის, მირეი დარკის გარდაცვალებას დაუკავშირა.

-მე მძულს ამ ეპოქის ადამიანები, აქ ყველაფერი ყალბია, არაფრის პატივისცემა აღარ არსებობს, დაპირებულს აღარავინ ასრულებს. ერთადერთი – ფულს აქვს მნიშვნელობა.

ყოველდღე, დილიდან ღამემდე მხოლოდ დანაშაული გვესმის, როცა ჩემი აღსასრულის დრო მოვა, ზუსტად მეცოდინება, რომ ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ, – ამბობს ალენ დელონი.