ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის

ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვისლიბერთი ბანკი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის,  ახალ ცხოვრებას იწყებს ახალი მზრუნველი გუნდით და  ახალი სტრატეგიით – ყველასათვის მარტივად და გასაგებად. ლიბერთი  მზადაა გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი ყველა ასაკისა და ყველა საჭიროების მქონე მომხმარებლისთვის.

ლიბერთის  ახალი გუნდი და განვითარების სტრატეგია, საზოგადოებას, ბანკის  გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა წარუდგინა.

ლიბერთის  განვითარების სტრატეგია  და ახალი გუნდი

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“   სტრატეგია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებისგან შედგება:

ბანკი მზადაა შექმნას და  მომხმარებელს შესთავაზოს მათზე მორგებული პროდუქტები, დანერგოს უმაღლესი დონის მომსახურება,  ხელი შეუწყოს ახალი სეგმენტებისთვის საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრო ბიზნესის განვითარებას და ასევე დანერგოს ძლიერი, მდგრადი და ღია კორპორატიული კულტურა.

ლიბერთის ახალი გუნდის წევრები არიან  პროფესიონალები, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ.

მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი, პასუხისმგებლიანი და მზრუნველი – ამ  ღირებულებებზე დაფუძნებული მომსახურებას შესთავაზებს  მომხმარებელს ლიბერთის ახალი გუნდი.

განვითარების ახალ ეტაპზე ლიბერთის  გუნდის წევრები მომხმარებელს მუდმივად გაუზიარებენ ინოვაციურ  ხედვებს. ისინი აცხადებენ, რომ  სტრატეგიის განხორციელების შედეგად  ახალი ლიბერთი იქნება მომხმარებელზე მორგებული ბანკი ყველასათვის, მიუხედავად მათი ასაკისა.

„ლიბერთი იქნება  გასაგები მისი მომხმარებლისთვის, იქნება მარტივი, იქნება ხელმისაწვდომი და მზრუნველი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენს მომხმარებლებზე ორიენტირებულ მაღალი ხარისხის პროდუქტებს და სერვისებს შევქმნით.

ჩვენ მოვიზიდავთ ახალ სეგმენტებს, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი ვიქნებით და საცალო მიმართულებით სხვადასხვა სეგმენტებში შევალთ, ჩვენ ავაშენებთ მდგრად, ძლიერ და ღია კორპორატიულ კულტურას.

შესაძლოა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის  ლიბერთი  ასოცირდებოდეს ინსტიტუციასთან, რომელიც პროდუქტს ქმნის მხოლოდ უფროსი თაობისთვის, თუმცა  ჩვენ ვამბობთ, რომ ლიბერთი არის ბანკი, რომელიც მოემსახურება ნებისმიერი ასაკისა მომხმარებელს, ასევე ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს“,- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

 

ლიბერთის გამოცდილება და განვითარება

ლიბერთის ახალ სტრატეგიას, საერთო ღირებულებების მქონე პროფესიონალთა გუნდის  დამაჯერებლობას და ბანკის  პოზიციონირებას  მნიშვნელოვნად მიიჩნევენ  საბანკო სექტორის  წარმომადგენლები.  მათი შეფასებით, ლიბერთისთვის, რომელიც  მრავალწლიანი ისტორიისა და გამოცდილების  მქონე ბანკია,  სიახლეები  საჭირო და აუცილებელია.

„ლიბერთი ბანკის განახლებული სტრატეგია გაზრდის კონკურენციას ქართულ საბანკო ბაზარზე, უფრო საინტერესოს გახდის მუშაობას. ასევე, ეს იქნება ნიშანი მეორე რიგის ბანკებისთვის, უფრო აქტიურები გახდნენ. ჩვენ, როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლები მხოლოდდამხოლოდ ვგულშემატკივრობთ ახალ წამოწყებას. აღნიშნული წამოწყება არის ბუნებრივი განვითარება იმ 26 წლიანი გამოცდილებისა, რაც ლიბერთი ბანკს გააჩნია“,- განაცხადა საბანკო ასოციაციის პოლიტიკურმა დირექტორმა  დავით რუსიამ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა  ლევან ვეფხვაძემ ახალი ლიბერთის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ახალმა მენეჯმენტმა შეძლო მისი დარწმუნება, რომ ბანკი წარმატებული იქნება.

„ რაც მომეწონა  პრეზენტაციაზე არის ის, რომ  თვითონ მენეჯმენტი დარწმუნებულია სიახლის განხორციელებაში.  მე ძალიან დამარწმუნეს ამ ადამიანებმა, რომ ბანკი იქნება წარმატებული ამ სიახლეებით, რაც დღეს მოიტანეს, იმ ახალი პროდუქტებით, მათ შორის ბიზნესისთვის , ადამიანებისთვის, მათი მომხმარებლებისთვის“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ

„ზოგადად, საბანკო სექტორისთვის აუცილებლია, სისტემური ბანკი და ზოგადად საბანკო დაწესებულებები განვითარდნენ. თუ ლიბერთი ბანკი დაიკავებს მსუყე და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს საბანკო სექტორში, რა თქმა უნდა, ეს იქნება მთლიანად საბანკო სექტორისთვის და ეკონომიკისთვის პოზიტიური. ამდენად, ვფიქრობ, რომ ლიბერთი შეძლებს  ამბიციური გეგმების მიღწევას, რასაც ახალი სტრატეგია ითვალისწინებს“,- განაცხადა ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა.

ლიბერთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (ჩშღ) წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა დააანონსა ახალი პლატფორმა, რომლის ფარგლებში შეიქმნება ჩშღ-ის  სამეთვალყურეო საბჭო, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან თანამშრომლობით, ბანკის მენეჯმენტის ჩართულობით. ლიბერთი უახლოეს მომავალში საზოგადოებას გააცნობს სოციალური პასუხისმგებლობის ახალ პლატფორმას, წარუდგენს მის მმართველ საბჭოს და იმ პრიორიტეტებს, რომლითაც გეგმავს განახორციელოს და მხარი დაუჭიროს გრძელვადიანი და მდგრადი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამებს.

ლიბერთის საქართველოში  ყველაზე ფართო საბანკო ქსელი აქვს. ბანკი 1.6  მილიონ  მომხმარებელს ემსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფლობს 329 ფილიალს.  ახალი ლიბერთი ახალი იდეებით და განვითარების ახალი სტრატეგიით ყველა ასაკის  მომხმარებელს კიდევ  უფრო მეტ სიახლეს ეტაპობრივად შესთავაზებს.