,,სარკე”, აზა გაგოშიძე
სამკურნალო ბალახები არამხოლოდ შინაგანად მისაღებად გამოიყენება, არამედ თავის სხვადასხვა სახის ტკივილის დროს კარგი გარეგანი საშუალებაც არის.
1. შუბლსა და საფეთქელზე კომბოსტოს, ვირისტერფას, ოროვანდის ან იასამნის ქორფა ფოთლების “კომპრესი” დაიდეთ.
2. სიგრძეზე გაჭრილი ალოეს მსხვილი ფოთოლი თავზე დაიდეთ და ბნელ ოთახში 25-30 წუთი დაწექით. ასევე შეგიძლიათ, ალოეს წვენისგან სველი საფენები გააკეთოთ.
3. 1/8 ჩაის კოვზ დარიჩინს 1 ს.კ. ცხელი წყალი დაასხით, ნახევარი საათი დადგით. ნაყენში ბამბის ტამპონები დაასველეთ და საფეთქელზე დაიდეთ.
4. თუ დარიჩინის სუნი მოგწონთ, დაფქული დარიჩინი და კარაქი აურიეთ, შემდეგ ეს კრემი შუბლსა და საფეთქლებზე წაისვით (სახე წინასწარ საპნითა და ცხელი წყლით დაიბანეთ).