საბერძნეთი მეხანძრეს გლოვობს – ,,შენ ვერ აირჩევ, როგორ მოკვდები, მაგრამ შეგიძლია აირჩიო, როგორ იცხოვრო”

საბერძნეთი მეხანძრეს გლოვობს - ,,შენ ვერ აირჩევ, როგორ მოკვდები, მაგრამ შეგიძლია აირჩიო, როგორ იცხოვრო''საბერძნეთის ხანძარს 38 წლის მეხანძრე დაიღუპა. ვასილი ფილორა ხანძართან ბრძოლისას მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ვასილი ფილორა მოხალისე მეხანძრე იყო, რომელიც საკუთარი სურვილით წავიდა ხანძრის ეპიცენტრში. მას მუშაობისას ელექტრო ენერგიის კაბელი დაეცა თავში და დენის ძლიერი დარტყმა მიიღო. ის ორი შვილის მამა იყო.

,,შენ ვერ აირჩევ, როდის ან როგორ მოკვდები, მაგრამ შეგიძლია აირჩიო, როგორ იცხოვრო. მეუღლე, მეგობარი, მამა, ნათესავი, ყოველდღე ღიმილით გვხვდებოდა, ცხოვრობდა სიკეთითა და თავგანწირვით. მისი სიცოცხლე უსამართლოდ დასრულდა”, – ნათქვამია ოჯახის გამოსამშვიდობებელ წერილში.

გეორგიანსი