რა დამატებითი მომსახურებებით სარგებლობენ უფროსი ასაკის ადამიანები პანდემიის პერიოდში

რა დამატებითი მომსახურებებით სარგებლობენ უფროსი ასაკის ადამიანები პანდემიის პერიოდშიქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო უფროს თაობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ,  ახალგაზრდებთან შედარებით,  უჭირთ რთული გამოწვევისთვის ფეხის აწყობა.

პანდემიის პირობებში უფროსი ასაკის ადამიანებს, განსაკუთრებით კი  მათ, ვინც სოფლად ცხოვრობს და ნაკლებად აქვს ინტერნეტზე წვდომა, სხვადასხვა საჭიროების გამო უფრო  მეტად სჭირდება დახმარება და უკვე არსებულ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა.

უფროსი თაობისთვის ზრუნვას და მათთვის მომსახურების გამარტივებას ამჯერადაც განაგრძობს ლიბერთი ბანკი, რომელიც ასაკოვან ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებით სერვისებს სთავაზობს.

გაეცანით ლიბერთის შემოთავაზებებს და ნახავთ, რომ  პანდემიასთან გამკლავება  მეტად გაგიადვილდებათ.

ხშირია შემთხვევები, როცა უფროსი ასაკის მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს კორონავირუსის ვაქცინაციაზე რეგისტრაციას.

ლიბერთი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, თავის მომხმარებელს ახალ მომსახურებას  სთავაზობს – მომხმარებლების სურვილის შემთხვევაში, ბანკის თანამშრომლები კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტირებაში ეხმარებიან.

ახალი სერვისი განსაკუთრებით უფროსი თაობის მომხმარებლებზე ზრუნვის ფარგლებში ინერგება, რათა მათთვის ვაქცინაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ბანკის ფილიალების გარდა, ვაქცინაზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ სოფლად მცხოვრებ იმ ადამიანებსაც, ვისაც მობილური ბანკი – ლიბერთი ექსპრესი – ემსახურება.

ლიბერთისთვის უფროსი თაობა განსაკუთრებულია. ბოლო წელიწადნახევარია, პანდემიის პირობებში, ყველაფერი გაკეთდა მათთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად.

———–

16  აგვისტოდან ლიბერთის თანამშრომლები ვაქცინაციის მსურველებს ეხმარებიან და რეგისტრაციას უმარტივებენ.

ახალ სერვისთან ერთად, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით“ ფარგლებში, განსაკუთრებული პრივილეგიები მოქმედებს სოციალური ბარათით გადახდისას:

– მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური ფასები მოქმედებს ევექსი კლინიკების სამედიცინო სერვისებზე  და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში – მედიკამენტებზე.

– ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს ევექსი კლინიკებში 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება და სრულიად უფასოდ გაიარონ კონსულტაცია.

– ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში კი უფროსი თაობის მომხმარებლები 20%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, მათ შორის ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების დროსაც.

– სოციალური ბარათის მფლობელებისთვის 350-მდე დასახელების ყოველდღიური საჭიროების პროდუქტზე განსაკუთრებული ფასებია ასევე ნიკორას სუპერმარკეტის ნებისმიერ ობიექტზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

– ლიბერთის ინტერნეტ ბანკით სარგებლობის, ან სოციალური ბარათით ონლაინ გადახდის შემთხვევაში,  უფროსი თაობის მომხმარებლებს შეუძლიათ, კომუნალური გადასახადები საკომისიოს გარეშე გადაიხადონ.

———–

ნუ შეშინდებით, თუ თქვენს საპენსიო ან სხვა სახის სოციალურ ბარათს მოქმედების ვადა ეწურება 1 აგვისტოდან 31 ოქტომბრამდე. ლიბერთი ბანკის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის ბარათს ავტომატურად გაუგრძელოს მოქმედების ვადა 1 ნოემბრამდე იმისთვის, რომ უფროსი ასაკის ადამიანებს არც პინ-კოდის შესაცვლელად მოუწიოთ რიგებში დგომა.

ლიბერთიმ, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად, კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, რომ საპენსიო და სხვა სახის სოციალური ბარათის მფლობელებმა ბანკში ვიზიტის გარეშე, შეუფერხებლად შეძლონ  როგორც ბანკომატით, ისე გადახდის ტერმინალებით სარგებლობა.

თუ მაინც გადაწყვეტთ ბანკში მისვლას, იცოდეთ, რომ  ნებისმიერ ფილიალში მაქსიმალურად შექმნილია უსაფრთხო გარემო და დაცულია კოვიდრეგულაციები.

ბანკის ფილიალებში მკაცრად რეგულირდება მომხმარებელთა  რიგები,  შეცვლილია თანამშრომელთა  სამუშაო გრაფიკები და აქტიურად მიმდინარეობს პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი.

ყველაზე დატვირთული სერვის-ცენტრების გარე სივრცეში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ასევე სასმელი წყალი, ქოლგები და  სადეზინფექციო საშუალებები.

———–

უკვე ერთი წელია, მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით, ლიბერთიმ დანერგა გადახდის ტერმინალიდან თანხის გატანის ინოვაციური სერვისი, რომლითაც სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ  საკუთარი ანგარიშიდან მიიღონ 50 ლარამდე თანხა ბანკში ვიზიტის და ბანკომატთან მისვლის გარეშე.

ამ სერვისით, პანდემიის პერიოდში, საპენსიო და სხვა სახის სოციალური ბარათის მფლობელები  საკუთარი ანგარიშიდან იღებენ  50 ლარამდე თანხას  ნიკორა სუპერმარკეტის ქსელის, პსპ, ავერსი და ფარმადეპოს   ყველა აფთიაქის გადახდის ტერმინალების საშუალებით, თუკი მინიმუმ 5 ლარის პროდუქციას შეიძენენ.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით,  სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების აქტივობა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, იმისთვის, რომ  მათი უსაფრთხოება მეტად იყოს დაცული  და არსებული გამოწვევების გამკლავება გაუმარტივდეთ.