ქათმის ღვიძლის განსხვავებული რეცეპტი – ,,სულ ესაა და ძალიან გემრიელია”

ქათმის ღვიძლის განსხვავებული რეცეპტი - ,,სულ ესაა და ძალიან გემრიელია"ელენე გოგილაშვილი ქათმის ღვიძლის მომზადების განსხვავებულ და გემრიელ რეცეპტს გვთავაზობს:

,,1 კილო ქათმის ღვიძლი კარგად გავრეცხე, ჩავყარე ქვაბში და დავასხი იმდენი  წყალი, რომ ფარავდეს. წამოდუღების პირას რომ მივიდა, წყალი გადავუქციე, თავიდან გავრეცხე და დავდე საწურზე. რომ დაიწურა, ზეთდასხმულ ტაფაზე,  დაბალ ცეცხლზე შევწვი ყველა მხრიდან, დროდადრო ფაქიზად ვურევდი.

ცალკე შევწვი 3 ცალი რგოლებად დაჭრილი ხახვი და 2 ცალი ასევე რგოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. ამავე ტაფაში ჩავურიე 1 სადილის კოვზი ტომატის პასტა, ერთი წამოვშუშე და გამოვურთე ცეცხლი.

გაშლილ თეფშზე გადავიღე შემწვარი ღვიძლი და დავამატე 1 ჩაის კოვზი ქონდარი. დავამატე აგრეთვე ხახვიანბულგარულიანი მასა, 6 კბილი გახეხილი ნიორი, მარილი გემოვნებით და 1 კონა ქინძი და რამდენიმე ღერი რეჰანი წვრილად დაჭრილი. ეს ყველაფერი ფაქიზად ამოვურიე ხის კოვზით და ზევიდან მოვაყარე 1 თავი რგოლებად დაჭრილი ხახვი. სულ ესაა, ძალიან გემრიელია”.