,,მისი ბიძაც ასე დაიღუპა, მასაც ლადო ერქვა და გაგუა იყო” – გაგუების ოჯახის უცნაური ბედისწერა

,,მისი ბიძაც ასე დაიღუპა, მასაც ლადო ერქვა და გაგუა იყო" - გაგუების ოჯახის უცნაური ბედისწერაშეკვეთილში, ზღვაში ტრაგიკულად დაღუპული ლადო გოგუას ბიძა, ისიც ლადო გოგუა, რამდენიმე წლის წინ წყალში დაიხრჩო.

„ჩხოროწყუში მდინარეში დაიხრჩო ლადოს ბიძაც, მისი სახლის უკან ჰესის არხი გადის და იქ ჩავარდა საწყალი, საშინელება იყო მისი გარდაცვალება.

ლადო გოგუა 40 წლამდე იყო, ისიც უცოლშვილო. დიდი ტრაგედია იყო ეს ოჯახისთვის. მერე ლადოს მშობლები თბილისში წავიდნენ საცხოვრებლად. ლადო იქ ცხოვრობდა. ბედისწერაა ნამდვილად, გოგუების ოჯახში. 11 წლის წინანდელი ტრაგედია განუახლდათ… ანგელოზივით ბიჭი დაიღუპა. ლადოს ჰყავს ერთი ძმა, გიგი გოგუა. არაჩვეულებრივი ხალხია”, – უთხრეს “პრაიმტაიმს” ჩხოროწყუდან.

ტრაგიკული შემთხვევა შეკვეთილში მოხდა . 27 წლის ლადო გოგუას, რომელიც შეკვეთილში დასასვენებლად იმყოფებოდა, ზღვიდან სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა.

პრაიმტაიმი