კიევური ტორტის რეცეპტი – კულინარიული შეცდომით შექმნილი კიევის სავიზიტო ბარათი

კიევური ტორტის რეცეპტი - კულინარიული შეცდომით შექმნილი კიევის სავიზიტო ბარათილეგენდის მიხედვით, ,,კიევური ტორტი” სპონტანურად შეიქმნა. თურმე ერთ ცვლაში ბისკვიტისთვის კვერცხის ცილა გააფუჭეს, მაცივარში შედგმა დაავიწყდათ. მომდევნო ცვლაში გადაწყვიტეს, შეცდომა დაეფარათ და ტორტი იმისგან მოამზადეს, რაც დარჩა.

კიევის კულინარიული სავიზიტო ბარათის რეცეპტი ასეთია:

ინგრედიენტები

თხილი 150 გრ

ფქვილი 40 გრ

ვანილი 40 გრ

კვერცხის ცილა 200 მლ

შაქარი 200 გრ

კარაქი 250 გრ

კვერცხის გული 4 ცალი

შაქრის პუდრა 200 გრ

რძე 150 მლ

კაკაო 150 გრ

კონიაკი 2 ს.კ.

საკვები საღებავი 1 გ

მომზადება

მოხალეთ თხილი. ჩაყარეთ ნაჭრის ტომარაში და ანჯღრიეთ, რათა მოშორდეს კანი.ათქვიფეთ ცილა შაქართან ერთად. დააქუცმაცეთ ნიგოზი და ცოტა ტორტის დეკორისთვის გადაინახეთ. დარჩენილ ნიგოზს დაუმატეთ ფქვილი და ვანილი. და ცილის მასას დაუმატეთ.

გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. ცილის მასა მასში თანაბრად გადაანაწილეთ, გამოაცხვეთ ფირფიტები 2 საათი 140 გრადუსზე. უნდა იყოს კრემისფერი.

კრემისთვის ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან და ცხელ რძესთან ერთად. მოათავსეთ კრემი წყლის აბაზანაზე. ათქვიფეთ კარაქი. დაუმატეთ გაგრილებული კრემი, კონიაკი. მასა გაყავით 2 ნაწილად, მეორე ნაწილს დაუმატეთ კაკაო და რძე.

2 სუფრის კოვზი თეთრი კრემი შეინახეთ დეკორისთვის. 2 სუფრის კოვზი კრემი დაუმატეთ ნახევარ შოკოლადის კრემს. ეს ყველაფერი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

ფირფიტას წაუსვით თეთრი კრემის 2/3. მოათავსეთ ზემოდან მეორე და წაუსვით თეთრის და შოკოლადის ნარევი კრემი.დარჩენილი თეთრი კრემი წაუსვით ტორტს მთლიანად.

გადადებული ნიგოზი მოაყარეთ გვერდებზე. თეთრი კრემის ნახევარი შეურიეთ ვარდისფერ საღებავს,მეორე ნახევარი მწვანეს. წაუსვით ზემოდან ეს ორი მიქსი და დარჩენილი შოკოლადის კრემი.

პოპსუგარ.ჯი