,,გამოუსწორებელი შედეგით დასრულდა ეს ყველაფერი, დედა გარდაიცვალა” – ეთერ ჭელიძემ რაიმონდ პაულსს ცოლობაზე უარი უთხრა

,,გამოუსწორებელი შედეგით დასრულდა ეს ყველაფერი, დედა გარდაიცვალა" - ეთერ ჭელიძემ რაიმონდ პაულსს ცოლობაზე უარი უთხრა,,სარკე”, ია ქუთათელაძე

,,ლურჯი აპრილი”, ,,მე შენთან მოვალ”, ,,დავალ თბილისის ქუჩებში” და ,,ჭაღარა თბილისო ჩემო” _  ეთერ ჭელიძის სმღერები დღემდე ცოცხლობენ.  მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიტორი და მომღერალი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა, დიდი შემოქმდება დატოვა, რომელსაც მისი ქალიშვილი ნინო ელბაქიძე პატრონობს, ბებიის კვალს კი ქალბატონი ნინოს შვილი, მომღერალი ანი სირაძე მიჰყვება. ქალბატონი ნინო ,,სარკესთან” ოჯახის ტრაგედიაზე ყვება:

– დედამ მკერდში გამაგრება რომ აღმოაჩინა, არავის გაუმხილა და მკურნალობა შინაურული მეთოდებით დაიწყო. ეს მისი დიდი შეცდომა იყო.ინფექცია შეეჭრა და ანთებითი პროცესები დაეწყო. მაღალი სიცხეები რომ ჰქონდა, გვიმალავდა, ისე იქცეოდა, იფიქრებდი, არაფერი აწუხებდა,სუფრებსაც შლიდა, მღეროდა. ყველაფერი ძალიან მალე გამოუსწორებელი შედეგით დასრულდა.

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გვითხრა, დედაჩემი 12 ნოემბერს გარდაიცვალა, მე 13-ში გარდავიცვლებიო.მართლაც 13 ნოემბერს გარდაიცვალა.

_ ლეგრანთან შეხვედრაზე გვიამბეთ.

– საფრანგეთში გასტროლებისას ფრანგი კომპოზიტორი, მიშელ ლეგრანი მისი ნამღერით ისე მოიხიბლა, შესთავაზა, დარჩენილიყო და ერთად გაეგრძელებინათ კარიერა. დედას ამის უფლებას საბჭოთა სისტემა როგორ მისცემდა. არადა შეიძლებოდა მსოფლიო ვარსკვლავი გამხდარიყო.

ცნობილია ერთი ისტორიაც, რომ რაიმონდ პაულსმა მას ცოლობა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

– ეს რეალური ისტორიაა. მე დაბადებული არ ვიყავი როცა ეს მოხდა. ჩვენ რიგაში ვიყავით და მოსკოვამდე მე, დედამ, რაიმონდმა და მისმა მეუღლემ ერთად ვიმგზავრეთ მატარებლით. აი, სწორედ მაშინ უთხრა რაიმონდმა მის მეუღლეს, რომ ეს არის ქალი, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ მან დამიწუნაო, – ამბობს ნინო ელბაქიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”