დიმიტრი ჩხეიძე: ,,ცოლი და შვილი ერთად გავზარდე”

დიმიტრი ჩხეიძე: ,,ცოლი და შვილი ერთად გავზარდე",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

კულინარიული შოუ ,,მასტერშეფის” ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილის, ნატალია ჩხეიძის, ქმარი, დიმიტრი ჩხეიძე, მოულდნელად სერიალ ,,ჩცდ”-ში შავლეგო მადლიანის ოჯახის ადვოკატის როლში გამოჩნდა. მოულოდნელად იმიტომ, რომ პროფესიით გეოლოგს მსახიობობასთან საერთო არაფერი აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მისი და ნატალიას სახლი სერიალში ჩიკას და შაგუს მდიდრული აპარტამენტების გადასაღები მოედანია. ბატონმა დიმიტრიმ ამ სახლის ისტორია ,,სარკეს” უამბო:

– დედისერთა ვარ. მზრდიდნენ დეიდა და მამიდა, რომლებმაც თავიანთი სახლები დამიტოვეს. მეც მქონდა ჩემი მშობლების სახლი და სამივე სახლით ვიყიდეთ ეს ერთი. მე და ნატო დღე და ღამე ვშრომობთ და უფრო მეტიც კი გვეკუთვნის. სამკერვალო საწარმო გვაქვს, არასოდეს დაგვზარებია საქმე და არ გვითქვამს, ამას ვერ შევძლებთო.

– როგორია თქვენი დიდი სახლის ნამდვილი დიასახლისი?

– ბედნიერი ქალია. შვილი ჰყავს და და-ძმასავით არიან. 17 წელია მათ შორის ასაკობრივი სხვაობა, ორივე ერთად გავზარდე. ორი საყვარელი მამაკაცი ჰყავს სახლში და კი იცით, როგორი კულინარია… მისი ბორშჩია ცნობილი ძალიან და ბევრ ცნობილ ადამიანს ნატოს ბორშჩზე აქვს თავისი ისტორია.

ამდენწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დიდი სიყვარულით საუბრობთ მეუღლეზე. რა არის თქვენი მყარი ოჯახის საიდუმლო?

– ურთიერთპატივისცემა და ერთობა ბრძოლაში. ერთმანეთს 1997 წლიდან ვიცნობთ. რა არ გავიარეთ. ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა თუ არ გაქვთ,  სირთულეების გადალახვა გაგიჭირდებათ.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”