დალი ჩიტალაძემ ურთულესი ოპერაცია გაიკეთა – ,,ეს იყო ქართველი ექიმის შეცდომის შედეგი”

დალი ჩიტალაძემ ურთულესი ოპერაცია გაიკეთა - ,,ეს იყო ქართველი ექიმის შეცდომის შედეგი"მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე წერს. რომ ქართველი ექიმის შეცდომის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. გერმანიაში ოპერაცია გაიკეთა და ახლა თავს კარგად გრძნობს. სოციალურ ქსელში წერს:

„ამ პოსტს ვუძღვნი იმ ადამიანებს, ვისთვისაც ცხოვრებაში ჯანმრთელობა, გულისხმიერება, სიკეთე და გვერდით დგომა პრიორიტეტულ ცხოვრებისეულ ფასეულობას წარმოადგენს. ნარკოზიდან და ერთი დღე ღრმა ძილიდან გაბრუებული  ეკლესიის გუმბათების ლამაზმა ხმამ გამაღვიძა. თვალი რომ გავახილე, ჩემს წინ ბავშვობაში წაკითხული ანდერსენის ზღაპრული ულამაზესი ქალაქის პეიზაჟი გადაიშალა. ვფიქრობდი, კიდევ ლამაზ სიზმარს ვხედავ ალბათ-მეთქი, მაგრამ ტკივილმა გამახსენა, რატომ მოვხვდი აქ, გერმანიაში, ბავარიის კუთხეში, პატარა ქალაქ კულმბახის კლინიკაში.

ამ ფიქრებში წასულს კიდევ უფრო მაფხიზლებს ულამაზესი მედდა კრისტინა. მხიარული თვალები შემომანათა და დამტვრეული ინგლისურით მითხრა, უნდა აგაყენოო.შხაპი მიმაღებინა,დამკრემა,დამვარცხნა,საუზმე თავისი ხელით მაჭამა. თავი კეთილი ფერიების გარემოში მეგონა. მიუხედავად იმისა, რომ ჩამიტარდა ხერხემლის ურთულესი ოპერაცია, დიდი კომფორტით, გულისხმიერებით გაიარა პოსტოპერაციულმა პერიოდმა, 10 დღის მერე დავბრუნდი სახლში.

ცხოვრებაში როცა აწყდები ასეთ სირთულეებს, როცა ჯანმრთელობის დაკარგვის წინაშე დგები, როცა შეიძლება, ინვალიდი დარჩე სამუდამოდ,დიდი გადაფასებები ხდება შენში და შენ გარშემო ადამიანებშიც.არასოდეს წარმომედგინა, რომ როდესმე ასეთი რამე დამემართებოდა, რა თქმა უნდა, ქართველი ქირურგის შეცდომის შედეგი იყო, რაც მჭირდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

რომ არა საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,თბილისის მერია, ჩემი უსაყვარლესი მეგობრები, ამ საურველ საწადელს ვერ მივაღწევდი და ამ სასწაულ ოპერაციის ავტორებს, ექიმ @Arkadiusz Kosmala და ექიმი Irakli Katsitadze…”.