ნიკა გვარამია: ,,არიან დაჭრილები! სასწრაფოდ გადადგეს პრემიერი!”

ნიკა გვარამია: ,,არიან დაჭრილები! სასწრაფოდ გადადგეს პრემიერი!",,მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მწვავე განცხადებას აკეთებს:

-60 ადამიანი არის შეკეტილი შენობაში და გარეთ ვერ გამოდიან, რადგან გარეთ დგანან მოძალადეები. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ჩემი ორი ჟურნალისტი.

მათ ერთი საათის წინ დარეკეს პატრულში, მაგრამ პოლიციის არც ერთი დანაყოფი მისული არ არის.  შეუგდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და არიან დაჭრილებიც. საქართველოს პრემიერი და ხელისუფლებაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. გადადგეს პრემიერი! ის არის პოლიტიკური გვამი და უნდა გადადგეს. მოვუწოდებ პოლიციას, მათ იციან ეს მისამართი და მივიდნენ. ეს ადამიანები ვერ გამოგვყავს, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. მან ასევე თქვა, რომ თავისი ჟურნალისტებს იქაურობას არიდებს. მიუწოდა თავის ჟურნალისტებს, რომ სასწრაფოდ დატოვონ ლოკაციის ადგილები და წამოვიდნენ ოფისში.

აღსანიშნავია, რომ ,,პალიტრანიუსმაც” შეწყვიტა ადგილზე მუშაობა და თავისი ჟურნალისტები საშიშ ზონას გამოარიდა.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ მოძალადეები აპირებენ ტელეკომპანიების ოფისების დარბევას.