მეუფე იაკობი: ,,ჟურნალისტებმა ისე უნდა გააშუქოთ, აგრესია არ გამოიწვიოთ”

მეუფე იაკობი: ,,ჟურნალისტებმა ისე უნდა გააშუქოთ, აგრესია არ გამოიწვიოთ"ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ,,რუსთავი 2″-თან საუბრისას ულტიმატუმის ენით საუბრობს.

,,ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია პრაიდის ორგანიზატორები. უნდა გაეთვალისწინებინათ, რა მოხდებოდა. ჟურნალისტებმაც ისე უნდა გააშუქოთ, რომ ხალხში აგრესია არ გამოიწვიოთ. ძალიან საწყენია ნებისმიერი აგრესია, მაგრამ ეს არის იმ ფსიქოლოგიურ ტერორზე პასუხი, რასაც ლგბტ თემი ახორციელებს. ჟურნალისტებსაც და აქციის ორგანიზტორებსაც მოგიწოდებთ, რომ იყოთ წყნარად. ისე იყავით, რომ თავი შეაყვაროთ ხალხს. მე ვცემე ვინმე?,” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

თბილისის სხვადასხვა უბნებში ქაოსი და არეულობაა. პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. აგრესიული ადამიანები ჟურნალისტებს პირდაპირი ჩართვისას ეთერში ეჭრებიან.