ხატია სიჭინავა: ,,ოთხი შვილით სად წავიდე და რომელ ქვეყანას ჩავბარდე, იმას ვფიქრობ”

ხატია სიჭინავა: ,,ოთხი შვილით სად წავიდე და რომელ ქვეყანას ჩავბარდე, იმას ვფიქრობ",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

– წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიდა ეს ასაკი ჩემამდე, _ ყოფილი ტელესახე ხატია სიჭინავა, მსოფლიო ჩემპიონის, მოჭიდავე რამაზ ნოზაძის, ცოლი ,,სარკესთან”, _  ბავშვობაში როდესაც ამბობდნენ, 41 წლის არისო, მეგონა, რომ ცხოვრება გავლილი ჰქონდა. ბოდიშს ვუხდი ყველა 40 წელს გადაცილებულ ადამიანს, ვისზეც ვფიქრობდი, რომ გადაღძუებული ბებერი იყო. ვერ გეტყვით, რომ დიდი სხვაობაა 30 და 40 წლებს შორის. პირიქით, ახლა ჩემი თავი 10-ჯერ უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინ. ამ წლებმა უფრო მეტად დამარწმუნა, რა მაგარი და კარგი გოგო ვარ.

-წარსულზე როდესაც ფიქრობთ და აანალიზებთ, რა მომენტები გახსენდებათ ყველაზე მძაფრად?

– ჩემი ყოველი დღე მძაფრია და ყოველი წელი გარდამტეხია. ალბათ იცით, რომ ყოველ წელს ახალი შვილი მყავს. უკან რომ ვიყურები, სულ ჩემს ორსულ თავს ვხედავ. საბედნიეროდ, დავასრულე გამრავლების ეტაპი. მე და ჩემმა ქმარმა ქვეყნის წინაშეც მოვიხადეთ ვალი და მრავალშვილიანი ოჯახი გვაქვს.

– ანუ მეხუთე შვილი გამორიცხულია?

– ალბათ გამორიცხულია. არ ვიცი, ქვეყანას წინ რა ელოდება და პირველად ჩემს ცხოვრებაში ვამბობ, რომ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ასეთ რეალობაში მეხუთე შვილის გაჩენა შეუძლებელია. ამ ოთხი შვილით სად წავიდე და რომელ ქვეყანას ჩავბარდე, იმას ვფიქრობ.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”