ემიგრაციიდან დაბრუნებულ დედას საშინელი ამბავი დახვდება – ,,თაგვის წამალი მიუღია, მერე კი თავი ჩამოიხრჩო”

ემიგრაციიდან დაბრუნებულ დედას საშინელი ამბავი დახვდება - ,,თაგვის წამალი მიუღია, მერე კი თავი ჩამოიხრჩო”ნოდარ მელაძის გადაცემაში აჭარაში მომხდარ თავზარდამცემ ამბავზეა სიუჟეტი _ არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით ბავშის მამა დააკავეს.

,,ნოდარ მელაძის შაბათის შოუში” საუბრობენ, რომ მამა შვილს ყოველდღიურად სცემდა, შემდეგ კი ოთხჯერ სცადა გაუპატირება. როდესაც ბაბუამ ამბავი გაიგო, ჯერ თავი მოიწამლა, შემდეგ კი ჩამოიხრჩო.

,,თაგვის წამალი მიუღია, მერე კი თავი ჩამოიხრჩო” – ყვებიან სიუჟეტში.

ნაცემ ბავშვს სოფელში ხედავდნენ, ძალადობის შესახებ იცოდნენ ბავშვის მასწავლებლებმა. დედამ ბავშვი აღსაზრდელად მამას დაუტოვა და სამუშაოდ ემიგრაციაში წავიდა, უკან დაბრუნებულს კი უმძიმესი სურათი დახვდება.

ნიუპოსტი