ბენ აფლეკი: ,,თუ ამ ურთიერთობას ვერ შევინარჩუნებ, ქალებისკენ აღარასოდეს გავიხედავ”

ბენ აფლეკი: ,,თუ ამ ურთიერთობას ვერ შევინარჩუნებ, ქალებისკენ აღარასოდეს გავიხედავ'',,სარკე”, თათია ბოჭორიძე

სრული სახელი და გვარი: ბენჯამინ გეზა აფლეკ-ბოლდტი.

დაბადების ადგილი და თარიღი: აშშ, კალიფორნია, 1972 წლის 15 აგვისტო.

ჯილდოები: ,,ოსკარი”, ოქროს გლობუსი”, ბაფტა”.

საინტერესო ინფორმაცია: მამამისი სოციალური მუშაკია, დედა – სკოლის მასწავლებელი. ბენს ჰყავს უმცროსი ძმა, რომელიც აგრეთვე მსახიობია.

ბენი საუბრობს ესპანურად და ფრანგულად.

ბენ აფლეკს სხვადასხვა დროს ჰოლივუდის ცნობილ ლამაზმანებთან ჰქონდა რომანები. 1997 წლიდან გვინეტ პელტროუს ხვდებოდა. ,,შეყვარებული შექსპირის” გადასაღებ მოედანზე მათ შორის სიცივემ დაისადგურა და ურთიერთობაც დამთავრდა. 2000 წლიდან აფლეკს მომღერალ ჯენიფერ ლოპესთან ჰქონდა რომანი. 2002 წელს ისინი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ წყვილადაც კი დასახელდნენ. შემდეგ იყო მსახიობი სანდრა ბულოკი.

2005 წელს ბენი მსახიობ ჯენიფერ გარნერზე დაქორწინდა. მათ სამი შვილი ჰყავთ. 2015 წელს მათი 10 წლიანი ქორწინება დასრულდა, რისი მიზეზიც ბენისა და მათი შვილების ძიძის რომანი იყო.

,,ნიუ იორკ ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბენმა აღნიშნა:

– ყოფილ ცოლთან ურთიერთობა გამოვასწრე, თუმცა არ შევრიგებულვართ, უფრო მეტიც, ოფიციალურად გავიყარეთ. ჩვენ ხშირად ვატარებთ დროს შვილებთან ერთად. ცხოვრებაში ყველაზე მეტად განქორწინებას ვნანობ. საკმაოდ დიდხანს ვლოთობდი. სასმელს განსაკუთრებით მას შემდეგ მივეძალე, რაც ჩემმა ქორწინებამ ნგრევა დაიწყო. ალკოჰოლთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მენტალური პრობლემებიც გამოიწვია.  როდესაც მსგავს გაკვეთილს გაივლი, გამოცდილება გემატება. უნდა შეძლო საკუთარი თავის გაკონტროლება, ფეხზე წამოდგე, ეს გაკვეთილი კარგად დაიმახსოვრო და ცხოვრება გააგრძელო.

2020 წლის დასაწყისში ბენ აფლეკი წარმოშობით ესპანელ მსახიობ ანა დე არმასთან ერთად გამოჩნდა, მაგრამ, ინსაიდერის ცნობით, ცოტა ხნის წინ ანამ და ბენმა ურთიერთობა სატელეფონი საუბრით დაასრულეს.

– ეს კატასტროფაა! ამის ატანა ძალიან მიჭირს. თუ ამ ურთიერთობას ვერ შევინარჩუნებ, ქალებისკენ აღარასოდეს გავიხედავ, – მოკლედ მოუჭრა  ჟურნალიტს სატელეფონო საუბრისას ბენ აფლეკმა.