,,არბევენ ქალაქს, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე საფრთხეშია” – ტელეკომპანიების დამფუძნებლები

,,არბევენ ქალაქს, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე საფრთხეშია" - ტელეკომპანიების დამფუძნებლებიტელეკომპანიების ,,მთავარის”, ,,ტვ პირველის” და ,,ფორმულას” დამფუძნებლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც იმ დანაშაულებრივ ფაქტებზე ისაუბრეს, რაც დღეს თბილისის სხვადასხვა უბანში ხდება.

-ღარიბაშვილმა და გომელაურმა ნადირობის სეზონი გახსნეს ჩვენს ჟურნალისტებზე. ჩვენ მოვუწოდებთ მედიასაშუალებას, ჩვენ თვითონ დავიცვათ მედიაჯგუფები და განვარიდოთ ადგილს, რადგან მათი სიცოცხლე დაცული არ არის, – განაცხადა ,,ტვ პირველის” დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა.

-ჩვენ ვადევნებთ თვალს ძალიან საშიშ პროცესს, რომელიც ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო ძალადობას. მათი უპასუხისმგებლო განცხადებები არის წამახალისებელი, მედია იმყოფება საფრთხის წინაშე, – განაცხადა ,,ფორმულას” დამფუძნებელმა ზუკა გუმბარიძემ

,,არბევენ ქალაქს” – ასე აფასებს ,,მთავარი” არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

-პოლიციის რეაგურება არის პოსფაქტუმ რეაგირება და არა პრევენციული. ფაქტობრივად ქალაქს არბევენ და მძიმე დაზიანებებს აყენებენ ჟურნალისტებს, მათ შორის სამთავრობო არხების ჟურნალისტებსაც. ყველას კამერები განადგურებულია.

არავითარი დაცვის გარანტია არ არსებობს, საფრთხე ექმნებათ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მე არავის მოვუწოდებ უკან დახევისკენ, უბრალოდ ვთხოვ იმის გათვალისწინებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ნებისმერი ჩვენი მოქმედებისას მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ. ვინც მართალია, იმისთვის სიფრთხილე არ არის დამარცხება, ეს არის ტაქტიკური ნაბიჯი სტრატეგიული მიზნისკენ, საბოლოო გამარჯვებისკენ. კიდევ ვიმეორებ, მთავარია სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რაც ამ ვითარებაში არ და ვერ იქნება დაცული. ამგვარია მოცემულობა, რომლის ჩახმახზე გამოკვრაც გააკეთა პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელმაც მდაბიო გამოსვლით წაახალისა მოძალადეები. და პოლიტიკურ სპეკულაიებს მიჰყო ხელი და საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა მოძალადეები, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.