უცნაური ღრმულები ისრაელში, ჩინეთში მექსიკაში

უცნაური ღრმულები ისრაელში, ჩინეთში მექსიკაშირამდენიმე ხნის წინ ისრაელისა და ჩინეთის ტერიტორიაზე ღრმულები წარმოიქმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ინგრევა ასფალტი ქალაქ იერუსალიმში, რის შემდეგაც მიწის ქვეშ სამი ავტომობილი ვარდება.

ღრმული იერუსალიმის შაარე ცედეკის საავადმყოფოს ავტოსადგომზე წარმოიქმნა. არავინ დაშავებულა, მაგრამ შვიდი ავტომობილი დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიწის ჩაქცევას საავადმყოფოს მიმდებარე ავტომაგისტრალზე გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ, რომელიც კლინიკის ქვეშ უნდა გაეყვანათ.

ასეთივე ღრმული ღრმული ჩინეთში, ძანსის პროვინციაში გაჩნდა. ვიდეოკადრებში ნაჩვენებია, როგორ ვარდება შიგ მანქანა.

ღრმული გაჩნდა მექსიკის პუებლას შტატში (ფოტოზე მექსიკის ღრმულია ასახული). ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარს ბუნებრივ გეოლოგიურ პროცესებს უკავშირებენ. გარემოს დამცველების ვარაუდით კი, ღრმულის გაჩენა შესაძლოა ამ რეგიონში ნიადაგის წყალშემცველი ფენების ჭარბ მოხმარებას გამოეწვია.

პოპქს.ჯი