,,უფლის და პილოტის წყალობით გადავრჩით” – კიევი-ბათუმის რეისზე ჟანგბადის ნიღბების გამოყენება გახდა საჭირო

,,უფლის და პილოტის წყალობით გადავრჩით" - კიევი-ბათუმის რეისზე ჟანგბადის ნიღბების გამოყენება გახდა საჭიროდღეს კიევი-ბათუმის რეისზე ჟანგბადის ნიღბების გამოყენება გახდა საჭირო.

,,უფალმა გადაგვარჩინა ყველანი. მე ბავშვთან ერთად ვიმყოფებოდი და პილოტის წყალობით გადავრჩით. აფრენიდან 15 წუთში დაირღვა ჰერმეტულობა და ავარიული მდგომარეობა შეიქმნა. 1 საათის განმავლობაში გვქონდა უჟანგბადობა, მაგრამ ბორტგმაცილებლები ახერხებდნენ ბალონებით მოეწოდებინათ ჟანგბადი. გადარჩენის მინიმალური შანსი იყო, უფალმა გვიხსნა”, – წერს ერთ-ერთი მგზავრი, ინა იმედაძე.