თიკა მახალდიანი: ,,წარმოუდგენელია, ამ ტკივილმა ოდესმე გაიაროს”

თიკა მახალდიანი: ,,წარმოუდგენელია, ამ ტკივილმა ოდესმე გაიაროს'',,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მომღერალ თიკა მახალდიანს შარშან ტრაგიკული აღდგომადღე გაუთენდა. ბრმა ტყვიამ თიკას დედა იმსხვერპლა. დამნაშავე პირი დააკავეს და რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ეს თიკასთვის შვების მომტანი არ აღმოჩნდა. მწუხარების დაძლევაში მისი 3 წლის ქალიშვილი, კირა და ეკლესია დაეხმარნენ.

თიკა მუშაობს სიმღერაზე, რომელსაც დედას მიუძღვნის. ამით ის სცენაზე დაბრუნდება, რადგან ეს დედის სურვილი იყო. კარიერას დედას უმადლის და თავს ვალდებულად მიიჩნევს, სწორედ მის გამო წარმატებული იყოს.

თიკა მახალდიანი:

– წარმოუდგენელია,ამ ტკივილმა ოდესმე გაიაროს, მაგრამ ვიპოვე ძალა,ცხოვრება გამეგრძელებინა. პირველ რიგში,ეს ძალა ჩემმა შვილმა და რწმენამ მომცეს.ტრაგედიამდე მოძღვარი არ მყოლია. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეკლესიაში ვიპოვე სულიერი სიმშვიდე.

– რა ეტაპების გავლა მოგიწიათ, სანამ თქვენს თავში იმ ძალას იპოვიდით, რომელიც დაგეხმარებოდათ ტრაგედიის გადატანაში?

– ძლიერი ვყოფილვარ… ის მაძლევს იმედს, რომ დედა პირდაპირ სასუფეველში აღმოჩნდა, რადგან ეს ამბავი აღდგომას მოხდა, როდესაც სასუფევლის კარი ღიაა. ამის გაანალიზებით თავს უკეთესად ვგრძნობ… რასაც ჩემი მეუღლე აკეთებს,ცოტა თუ იზამდა ამას. ბევრი შეიძლება ამ პროცესში არც ჩარეულიყო, მაგრამ მას დედაჩემი ძალიან უყვარდა, საუკეთესო მეგობრები იყვნენ.

-დიდმა ტკივილმა პიროვნულად შეგცვალათ?

– ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. ბევრი ამ რთულ პერიოდში ბოროტდება კიდეც, მე პირიქით, უფრო კეთილი და მიმტევებელი გავხდი.

– თქვენმა 3 წლის გოგონამ იგრძნო ეს დანაკარგი?

–  ვცდილობ, კირასთან არ შემეტყოს ცუდი განწყობა. ცრემლი მისთვის არ დამინახებია, ყოველთვის ცალკე ვტირი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”