სალომე გოგიაშვილი: ,,ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ!”

სალომე გოგიაშვილი: ,,ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ!"ყოფილი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს.

,,ეს კად­რი არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რა­საც ეს ბავ­შვე­ბი სჩა­დი­ოდ­ნენ… რო­დე­საც ბავ­შვე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, ჩვენ მო­პირ­და­პი­რე სახ­ლში, აი­ვან­ზე ვის­ხე­დით. რას ცდი­ლობ­დნენ, ვერ გა­ვი­გე, მარ­ტო იმას ვყვი­რო­დით – უკან შე­დით-თქო. ზოგი მო­ა­ჯირ­ზე დარ­ბო­და, ზოგი ასე იქ­ნევ­და ფეხს და ზოგი მთე­ლი ტა­ნით იწე­ო­და, რომ მივ­ხვდით, ყვი­რი­ლი უშე­დე­გო იყო, საშ­ვე­ლად 112-ში დავ­რე­კე. მე­გო­ნა, პატ­რუ­ლი რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენ­და და ახლა სულ იმ ბავ­შვის სი­ტყვე­ბი მიტ­რი­ა­ლებს, შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მი­დან: – ,,ბო­ლოს დავ­რე­კე და გა­ვა­უქ­მე, მორ­ჩა ყვე­ლა­ფე­რი და რაღა აზრი ჰქონ­დაო”… ზუს­ტად იგი­ვე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვე­ლო­დეთ და კა­ცისშვი­ლი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. არ და­გა­ვი­წყდეთ, რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ხდე­ბა, სა­დაც პო­ლი­ცია ერთი წუ­თის სა­ვალ­ზეა…

მხო­ლოდ იმი­ტომ ვაქ­ვეყ­ნებ კადრს, რომ იქ­ნებ ვინ­მემ თა­ვი­სი შვი­ლი ამო­იც­ნოს და მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს. მე ისე ცუ­დად ვარ, სულ ვკან­კა­ლებ. ,,უჟა­სი” იყო ყუ­რე­ბა იმი­სა, რომ არ იცი, რო­დის გად­მო­ვარ­დე­ბა…

დედა ვარ, მა­პა­ტი­ეთ და ათას­მა­გად იმოქ­მე­და ამ ბავ­შვე­ბის და­უ­ფიქ­რე­ბელ­მა საქ­ცი­ელ­მა…. რაც შე­ე­ხე­ბა პატ­რულს, დიახ, ვაქ­ვეყ­ნებ, რომ იცო­დეთ, ფეხ­ზე და­კი­დე­ბა აღარ ,,მო­სუ­ლა” ამ ქვე­ყა­ნა­ში. ბევ­რია ჩემ­ნა­ი­რი, რო­მე­ლიც არ გა­პა­ტი­ებთ და არ გა­ჩუმ­დე­ბა, გვე­ყო ამ­დე­ნი ბავ­შვის სიკ­ვდი­ლი თქვე­ნი უმოქ­მე­დო­ბის გამო…” – დაწერა გო­გი­აშ­ვი­ლმა.