,,ლოგინად ჩავარდნილი ქალი ფეხზე დავდექი, 232 კგ ვიყავი” – 5 თვეში დაკლებული 64 კილო – მარიანა იოსებაშვილის კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე

,,ლოგინად ჩავარდნილი ქალი ფეხზე დავდექი, 232 კგ ვიყავი" - 5 თვეში დაკლებული 64 კილო - მარიანა იოსებაშვილის კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლენანა თოლორაიას ძალიან მწარედ ახსოვს ის დღე, როცა დაუძლურებულს, ჭარბი წონით დამძიმებულს და დაავადებულს კლინიკაში გადასაყვანად მაშველების დახმარება დასჭირდა. ის 232 კილოს იწონიდა, საწოლს იყო მიჯაჭვული და უამრავ წამალს სვამდა, რომ ეცოცხლა. შემდეგ იყო ზარი იტალიაში მყოფი შვილისგან და თხოვნა, რომ ისრაელში მცხოვრებ დიეტოლოგს, მარიანა იოსებაშვილს დაკავშირებოდა და მისი პაციენტი გამხდარიყო. ასე აღმოჩნდა ,,მარაფონის” დიდი ოჯახის წევრი. დანარჩენს ქალბატონი ნანა თავად გვიამბობს (ინტერვიუ ჩაწერილია მარტში).

– ქალბატონი ნანა, რამდენი იყო თქვენი წონა და როგორ აღმოაჩინეთ მარიანა  იოსებაშვილი – დიეტოლოგი ისრაელიდან?

– 2020 წლის სექტემბერში ზუსტად 232 კილოს ვიწონიდი. ძალიან ცუდად ვიყავი და ჩემი შვილები ეძებდნენ გზას, რომ დამხმარებოდნენ. მაშინ, როდესაც ყველაფრის იმედი გადაწურული მქონდა, ჩემმა უმცროსმა ქალიშვილმა, რომელიც ემიგრანტია იტალიაში, მითხრა: “დე, ერთხელ ჩვენც დაგვიჯერე. ვაკვირდები დიეტოლოგ მარიანა იოსებაშვილის პაციენტების შედეგებს და ჩაეწერე მის ,,VIP პროგრამაში” – ,,მარის რეჟიმი წონაში კლება შიმშილის გარეშე”.

3 წლის უნახავ შვილს უარი ვერ ვუთხარი და ასე მოვხვდი პირადად ქალბატონი მარიანას ზედამხედველობის ქვეშ, პერსონალურ პაციენტად.

– როგორ ხდება თქვენი კომუნიკაცია, თქვენ ხომ საქართველოში ხართ, ის კი ისრაელში?

– დიეტოლოგის და პაციენტის კომუნიკაცია ხდება ონლაინ პროგრამით,  დისტანციურად.

– როგორი იყო თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სანამ ქალბატონი მარიანა აგიყვანდათ პერსონალურ პაციენტად?

– ვისაც აინტერესებს, შეუძლია, გადაამოწმოს, რომ ვიყავი ჩაწოლილი ავადმყოფი. სექტემბერში, როდესაც საავადმყოფოში მოვხვდი, სასწრაფოს ბრიგადამ მაშველების მეშვეობით გადამიყვანა კლინიკაში. ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ესეც შეგიძლიათ, ფოთის სახანძრო ბრიგადასთან გადაამოწმოთ.

– დღეს როგორ გრძნობთ თავს და რას ფიქრობთ, ძნელი ყოფილა წონაში კლება?

– სიხარულისგან დღეს რა ვთქვა, ისიც არ ვიცი. ყოველგვარი დახმარების გარეშე დავდივარ ოთახებში. იმ წამლებიდან, რასაც ვსვამდი, აღარც ერთს ვიღებ, სისხლის გამათხელებლის გარდა. ამ წონაზეც რომ დავრჩე, მაინც ბედნიერი ვიქნები, რადგან საწოლს  აღარ ვარ მიჯაჭვული.

მე ვინმეს მოყოლილ ამბავს არ ვიმეორებ, ჩემს ნამდვილ ამბავს ვყვები. ლოგინად ჩავარდნილი ქალი ფეხზე დავდექი! ამჟამად ვარ -64 კგ და ამ შედეგისთვის 5 თვე და 20 დღე დამჭირდა (ინტერვიუ ჩაწერილია მარტში, ქალბატონი ნანა წონაში კლებას განაგრძობს). ჩემი რჩევა იქნება, მიჰყვეთ “VIP  რეჟიმს”, ქალბატონი მარიანას პროგრამას და ნამდვილად ბედნიერები იქნებით.

– რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ და, მით უმეტეს – მათ, ვინც ფეხით ვეღარ დადიან წონის გამო და აწუხებთ უამრავი დაავადება?

– თუ მარიანა ექიმის ყველა რჩევას და მის მიერ შედგენილ მენიუს არ დაარღვევთ, წონაში კლება არ არის ძნელი.

– ქალბატონო ნანა, გისურვებთ წარმატებას და წინსვლას.

– გაიხარეთ! მერწმუნეთ, გულიდან ამოღებულ სიტყვებს გეუბნებით. როგორ არ უნდა მიყვარდეს ის ქალბატონი, რომელმაც სიცოცხლე გამიხანგრძლივა, თუნდაც ერთი წლით?! უზომოდ მიყვარხართ!

– გაიხარეთ! გისურვებთ ჯანმრთელობას!

წონაში დაკლების მსურველებმა შეგიძლიათ, მიმართოთ ფეისბუქჯგუფს – ,,მარის რეჟიმი წონაში კლება შიმშილის გარეშე”. პროფესიონალი კონსულტანტები დაგაკვალიანებენ, თუ როგორ უნდა ჩაეწეროთ მარიანა იოსებაშვილის ,,VIP რეჟიმში”, რომელმაც საერთაშორისო კონკურსებზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა.

მარიანა იოსებაშვილის კონსულტანტები საქართველოში:

557 18 01 08 – მარი; 571 15 11 86 – ნელი; 568 66 91 10 – ნათია; 592 11 67 65 – ფატი; 591 02 27 77 – მენეჯერი