ისრაელს ბუშტებით უტევენ, მათი მიზანი ხანძრების წარმოქმნაა

ისრაელს ბუშტებით უტევენ, მათი მიზანი ხანძრების წარმოქმნააპალესტინელებმა 15 ივნისს გაშვებული საჰაერო ბუშტებით 26 ხანძარი გამოიწვიეს ისრაელის ტერიტორიებზე.

ისინი ჩვეულებრივ საჰაერო ბურთებს, რომლებიც მსუბუქი აირითაა გავსებული, ჰკიდებენ ცეცხლის გამჩენ სითხიან მარტივ მოწყობილობას, დაელოდებიან, ქარი როდის დაუბერავს ისრაელის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ და ჰაერში უშვებენ.
 გაჩენილი ხანძრებით ისინი ისრაელისთვის გარკვეული ეკონომიკური ზიანის მიყენებას ცდილობენ. ამის აღსაკვეთად ისრაელი ქმნის ლაზერული ქვემეხის  მობილურ დანადგარს, რომელსაც 2 კმ-ის რადიუსში შეეძლება ცეცხლოვანი ბუშტების ჩამოგდება, ლაზერის სხივით ბუშტის გახვრეტის შემდეგ.
კვირის პალიტრა