გლდანულაში 400 კილოიანი საქანელა ბავშვს დაეცა – ,,ჩემს შვილს ოპერაცია დასჭირდა, უამრავი ნაკერი დაადეს”

გლდანულაში 400 კილოიანი საქანელა ბავშვს დაეცა - ,,ჩემს შვილს ოპერაცია დასჭირდა, უამრავი ნაკერი დაადეს''გლდანულის ერთ-ერთ სკვერში მოზარდს რკინის საქანელა ფეხზე დაეცა.

„ჩემს შვილს დაეცა მერიის მიერ „გაკეთებული“ რკინის უზარმაზარი, მინიმუმ 400 კილოიანი საქანელა ფეხზე, ბავშვი გადარჩა! ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და აქვს დაზიანებული კუნთიც, დაადეს უამრავი ნაკერი და ბავშვი მე-5 დღეა წევს საავადმყოფოში.

მერიიდან მობრძანდნენ და თურმე საქანელა გააკეთეს! პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არავინ იღებს! მერიაში მითხრეს, რომ თურმე გადასცეს საკითხი გამგეობას! დილიდან გამგეობაში არავინ მპასუხობს, გამგებელი და თანამშრომლები მხოლოდ ხელფასის დღეს ცხადდებიან სამსახურში? ველოდები რეაგირებას!“, – წერს დაშავებული მოზარდის დედა ჯგუფში „გლდანი“.

პრაიმტაიმი