ანი ტყებუჩავა: ,,გაკვირვებული ოთხი თვალი მიყურებდა, დღემდე მეკითხებიან, კიდევ ხომ არ ვიზამ ამას”

ანი ტყებუჩავა: ,,გაკვირვებული ოთხი თვალი მიყურებდა, დღემდე მეკითხებიან, კიდევ ხომ არ ვიზამ ამას'',,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მსახიობი ანი ტყებუჩავა წლებია უკვე, რაც ნინას სახეს ქმნის ,,ჩცდ”-ში. მისთვის ბევრი რამ გაიღო. როცა სერიალისთვის თმის გადაპარსვა გახდა საჭირო, არც ამაზე დაფიქრებულა.

– ყველას კარგად გვახსოვს, როგორი მსხვერპლი გაიღეთ, როდესაც თავი გადაიპარსეთ. რეჟისორმა ისევ რომ მოგთხოვოთ, კიდევ წახვალთ ამ ნაბიჯზე? _ ჰკითხა ,,სარკემ” მსახიობს, რაზეც ანიმ ასე უპასუხა:

– კი. კიდევ წავიდოდი ამ ნაბიჯზე. შორიდან ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ შენ მსახიობი ხარ და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო ან შენ ქირურგი ხარ და სისხლის არ უნდა გეშინოდეს. მაინც რთულია, როცა კონკრეტულად რაღაც მსხვერპლის გაღება გიწევს. როლისთვის თავს უფრო ადვილად გადავიპარსავდი, ვიდრე 20 კილოგრამს მოვიმატებდი.

დღემდე მახსოვს ის ემოცია, როდესაც სახლში თმაგადაპარსული მივედი. ბავშვები პატარები იყვნენ და გაკვირვებული ოთხი თვალი მიყურებდა. პატარამ საერთოდ ვერ მიცნო. წარმოიდგინეთ, დედისთვის რა რთულია, როდესაც შვილი ვერ გცნობს. მართლა ძალიან განიცადეს შვილებმა ჩემი თმის გადაპარსვა. დღემდე მეკითხებიან, კიდევ ხომ არ ვიზამ ამას, მაგრამ მსახიობის ბედი სწორედ ესაა, რომ არასოდეს იცი, რისი გაკეთება მოგიწევს.

– ისიამოვნეს ოჯახის წევრებმა იმით, რომ ამდენი დრო მათ დაუთმეთ?

– ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ეტაპზე ოჯახს სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობდი, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვიყავი ჩართული – ვსეირნობდით, ვსწავლობდით, მართლაც ვისიამოვნეთ ერთად ყოფნით. ჩემს შვილებს არასოდეს ჰქონიათ განცდა,რომ დედა სახლში არ არის.რაც წამოიზარდნენ, ისეთი სამუშაო გრაფიკი მაქვს, რომ უყურადღებობას არ უჩივიან.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”