,,სიკვდილი როგორ ვერ შეაჩერე, ჩემო ლამაზო” – მეათეკლასელი ხატია ბერიძე ავარიაში დაიღუპა

,,სიკვდილი როგორ ვერ შეაჩერე, ჩემო ლამაზო" - მეათეკლასელი ხატია ბერიძე ავარიაში დაიღუპა„სიკვდილი როგორ ვერ შეაჩერე, ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო და ჩემო გულისხმიერო გოგო. ტრაგიკულად დაიღუპა ჩემი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ხატია ბერიძე” _ წერს სოციალურ ქსელში ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორი, ხათუნა აფხაზავა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია ბერიძე ქედაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.
არესბული ინფორმაციით, ქედაში. ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 8 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ორი გარდაიცვალა.
,,ეს ის შემთხვევაა,როცა სიტყვები აზრს კარგავს… ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ხატია ბერიძე… ხატი, შენ ხომ ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე გულისხმიერი გოგო იყავი… დარჩები ასეთად სამარადჟამოდ!” _ აღნიშნულია ხაჯალიის საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„გურია თუდეი“