სალი ნასყიდაშვილი – “მზად ვარ, ისრაელს სიცოცხლე შევწირო” – რას ამბობს ისრაელის არმიის 20 წლის ქართველი ჯარისკაცი

სალი ნასყიდაშვილი - "მზად ვარ, ისრაელს სიცოცხლე შევწირო" - რას ამბობს ისრაელის არმიის 20 წლის ქართველი ჯარისკაცი20 წლის სალი ნასყიდაშვილი ისრაელის თავდაცვის არმიის ჯარისკაცია, რომელიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის. ქართველ გოგონას “ტვ პირველი” ექსკლუზიურად ესაუბრა.

ნასყიდაშვილი ისრაელის მოქალაქეა, ის სავალდებულო ჯარში რამდენიმე თვის წინ წავიდა.

– გამომიძახეს. ნებისმიერ მომენტში თუ დააკლდებათ ჯარისკაცები, განურჩევლად სქესისა, უველას იძახებენ. ვიმყოფები ქალაქ ხაიფაში, რთული სიტუაციაა ზოგადად ისრაელში, ხაიფაში კონკრეტულად არც ისე რთული სიტუაციაა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩრდილოეთში მდებარეობს. მათთვის რთულია, რომ გადმოსხან ეს ყველა ბომბდამშენი და ყველა საფრენი საშუალებები, რაც გააჩნიათ, საკმაოდ ძვირი უჯდებათ, ამიტომაც ვერც ისე წარმატებით ახორციელებენ ამ ყველაფერს ჩრდილოეთ ნაწილში, მაგრამ მაინც რთული სიტუაციაა, იმიტომ, რომ ხაიფა დახუნძლულია არაბებით.

არაბები გამოდიან  და აწყობენ დემონსტრაციებს სამოქალაქო ომის მსგავსად. გუშინაც საკმაოდ რთული ვითარება იყო. ჩემი სახლის პირდაპირ საკმაოდ ბევრი არაბი გამოდიოდა. ანთებენ ცეცხლს, ყვირიან, გამოდიან ცივი იარაღითაც. ეს არაბები უფრო საშიშები არიან, ვიდრე ეს ბომბდამშნები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს “რკინის გუმბათები”, რომლებითაც ვახერხებთ ამ ბომბების მოგერიებას.

არაბების მოგერიება უფრო რთულია, აბსოლუტურად უკონტროლოები არიან.
როცა პირველად შემოვდგი ჯარში ფეხი, დავიფიცეთ მთლიანი ჯარის წინაშე, რომ თუ რამე მოხდებოდა, რომ მე ვარ პასუხისმგებელი, რაც ხდება აქ და მე შემიძლია, ჩემი სიცოცხლე შევწირო, თუ საჭირო იქნება, რადგან ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, ეს ქვეყანა გვეხმარება ძალიან ბევრ რამეში და როგორც საქართველოა ჩემი სამშობლო 100%-ით, ასევეა ისრაელი, – ამბობს სალი ნასყიდაშვილი.