,,ყველაზე მკაცრი შემფასებელი მამაა…” – რას ყვება იკო მარდალეიშვილი ცნობილ მამაზე

,,ყველაზე მკაცრი შემფასებელი მამაა...'' - რას ყვება იკო მარდალეიშვილი ცნობილ მამაზესარკე

შტრიხები პორტრეტისათვის:

იკო მარდალეიშვილი

გაწონასწორებული;

კეთილი თვალები; საქმიანი;

კარგი მოსაუბრე;

პოზიტიური ყველა სიტუაციაში;

მამა – კოტე მარდალეიშვილი;

ინტერვიუები არ უყვარს, თუმცა უარი არ გვითხრა.

-იკო, მომიყევით ცოტა რამ თქვენი ბიოგრაფიიდან.

-ჩემი ბიოგრაფია ძალიან ჰგავს ჩემი თაობის ახალგაზრდების ბიოგრაფიას. იყო ბაღი, რომელიც ძალიან არ მიყვარდა. მახსოვს პირველი დიდი შთაბეჭდილება, აუზზე,ცურვა რომ ვისწავლე, შემდეგ სკოლა, სპორტი, ცეკვა, მეგობრები, ,,საქმის გარჩევები“ გოგონები… იყო მშობლების დაუღალავი მცდელობა, გამოვსულიყავი განათლებული, მიზანდასახული,შორმიმავალი გეგმებით. ამის წინა პირობა იყო ცნობილი და განათლებული ბებიებიდა ბაბუები, მსობლები, მათი სამეგობრო.

მშობლებს სურდათ, რომ დასავლური განათლებით შეიარაღებული დავბრუნებულიყავი საქართველოში და ასეც მოხდა. 18 წლის ასაკში წავედი ბუდაპეშტის უნივერსიტეტში, რაც ალბათ ერთ საუკეთესო პერიოდად დარჩება  ჩემს ცხოვრებაში. ამ ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრების დიდი გამოცდილება მივიღე.

– როგორი  შვილი ხართ?

-არ ვიცი, როგორი, ერთი კია, რომ მინდა, მეტად ვუთმობდე მათ დროს, მეტი პასუხისმგებლობა მქონდეს. არ ვიცი,  როგორ გამომდის. ვამაყობ მათი პროფესიონალიზმით, მიღწევებით. ისინი სამედიცინო სფეროს ურთულეს მიმართულების, ონკოლოგიის დღევანდელობას ქმნიან. ჰყავთ ათიათასობით მადლიერი პაციენტი. ორივე შეწირულია ამ საქმეს. საოცარი ერთგულებით ემსახურებიან საყვარელ პროფესიას.

-როგორი მეუღლე ხართ?

-არ მიყვარს ჩემს პირად ცხოვრებაზე სახალხოდ ლაპარაკი. ვცდილობ, ისეთი მეუღლე ვიყო, როგორიც ჩემს მეორე ნახევარს შეეფერება. ორივენი ძალიან დატვირთულები ვართ, კარგად არც გვყოფნის დრო ერთმანეთთან საურთიერთოდ. თან ჩვენ შეუღლებას კოვიდი დაემთხვა და არ გვაქვს ისეთი ცხოვრება, ახალდაქორწინებულებს რომ შეეფერებათ. მაგრამ არასამუშაო დღეებში ვცდილობთ, განვერიდოთ თბილისს და 2 დღით მაინც შევიცვალოთ გარემო.

-გვიამბეთ სტუდენტობის წლებზე.

,,ყველაზე მკაცრი შემფასებელი მამაა...'' - რას ყვება იკო მარდალეიშვილი ცნობილ მამაზე-როგორც გითხარით, 18 წლის ასაკში წავედი უცხოეთში. ჯერ შევიგრძენი მარტოდ ცხოვრების გემო, შემდეგ ყველა პრობლემის თავად გადაწყვეტის უნარის გამომუშავების დრო დადგა. ახალი სამეგობრო წრის შექმნა და თან დაუღალავი სწავლა, სიძნელეების დაძლევა, გაცნობიერება იმისა, რომ ასეთი შანსი ერთხელ გეძლევა და ის უნდა გამოიყენო სრულად,წარმატებით და  შედეგიანად. თუმცა ვასწრებდი სწავლასაც და გართობასაც.

-ასეთ ახალგაზრდას კომპანიის მართვა რომ გიწევთ, ფიქრობთ, რომ ეს თქვენთვის ერთგვარი გამოწვევაა?

-ნებისმიერი საქმიანობა პასუხისმგებლობაა, მმართველობის პოზიცია კი პასუხისმგებლობას აასმაგებს, რადგან შენ უკვე მხოლოდ შენი კარიერის განვითარებაზე კი არ ზრუნავ, არამედ თანამშრომლების კეთილდღეობაზე და ამავდროულად მიზნის მიღწევისათვის სწორად შერჩეული გეზით სვლაზე.

-თითქმის ყველა ახალგაზრდა ევროპული განათლებით საქართველოში ჩამოსვლაზე და აქ კარიერის გაკეთებაზე არ ფიქრობს, თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?

-ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, არაერთი ჩემი მეგობარი სერიოზული ცოდნით და გამოცდილებით დაუბრუნდა საქართველოს. მთავარია, რომ ეს ახალგაზრდები კარგად გაიცნოს სახელმწიფომ და მათი უახლესი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისთვის. მეორე მხეივ, იმ ქართველებისაც მესმის, ვინც უცხოეთში რჩებიან  კარიერის გასაგრძელებლად. მე უბრალოდ სხვა პასუხისმგებლობები მელოდებოდა საქართველოში და ჩემი დაბრუნება გარდაუვალი იყო.

-თქვენს კომპანიაზე და იმ გამოწვევებზე რას გვეტყვით, რის წინაშეც დგას დღეს მთელი ქვეყანა?

-ისევე, როგორც სხვა კომპანიები, ჩვენც უჩვეულო გარემოში გვიწევს მუშაობა, მაგრამ სამედიცინო ცენტრი სხვა, მაგალითად, საგანმანათლებლო სასწავლებლების მსგავსად, რულად ხომ ვერ გადავა ონლაინ მუშაობის რეჟიმზე. დღეს ყველა ჩვენი  თანამშრომლის ყოველდღიურობა გმირობის ტოლფასია, დაწყებული სანიტრიდან, მმართველ გუნდამდე..პერსონალი უამრავი პაციენტის მომსახურებისას მართლაც რეალური რისკის ქვეშაა, კოვიდის თემა დღეს უპირატესია სამსჯელოდ, მაგრამ ონკოდაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობა ისეთივე აქტუალურია, როგორიც იყო კოვიდამდე.

-რთულია ბატონ კოტეს შვილობა?

-რთულია, რადგან ჩემი საქმიანობის ყველაზე მკაცრი შემფასებელი კოტეა. მისი უზარმაზარი გამოცდილება, სიდინჯე, უკომპრომისობა მუდმივი ,,დრაივის“ გარემოს მიქმნის. დაუნდობელი შემფასებელია, ამიტომ ხშირად ვკამათობთ და მაინც ყოველთვის ვაღწევთ კონსესუსს.

-როგორი მამაა იგი?

-ვგრძნობ მუდმივ ზრუნვას, სიყვარულს, ერთგულებას, ჩემს საქმიანობაში წარმატებისთვის მის დიდ სურვილს, მაგრამ  გავიმეორებ. პროფესიულ საქმიანობაში ის სხვასთან შედარებით ჩემთან მიმართებაში ბევრად უფრო მკაცრია და ზოგჯერ დაუნდობელიც. ვაცნობიერებ, ეს საერთო საქმეა, მის მიერ აგებული, ,,აშენებული“, რომლის  დანიშნულება და შინაარსი უნდა პასუხობდეს ულტრათანამედროვე მოთხოვნებს და ამ  საქმიანობაში არ დაიშვება თუნდაც შვილისთვის,კომპრომისი.

თავისუფალ დროს რაში იყენებთ?

,,ყველაზე მკაცრი შემფასებელი მამაა...'' - რას ყვება იკო მარდალეიშვილი ცნობილ მამაზე

-სამწუხაროდ, ეს თავისუფალი დრო ძალიან შემცირდა,ს ამუშაო დღის  ბოლოს მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ,  მოვინახულოთ ჩვენი მშობლები ან მეგობრები და მათთან ერთად გავატაროთ თუნდაც 2 საათი. შაბათ-კვირას  ვცდილობთ, დავგეგმოთ თბილისის გარეთ დასვენება. და კიდევ, ვცდილობ, დავბრუნდე ჩემს სპორტულ  ცხოვრებას, იქნება ეს დარბაზში ვარჯიში, თუ ჩოგბურთის თამაში.

-რას ეტყვით მკითხველს?

-თუ საინტერესო არ არის, რასაც კითხულობს, არ აიძულოს თავი, ბოლომდე ჩაიკითხოს ეს ინტერვიუ (იცინის).