,,ეს ლურსმანი სათესლე ჯირკვლიდან ამოუღეს” – თეთრიწყაროში ძაღლს ისარი ესროლეს

,,ეს ლურსმანი სათესლე ჯირკვლიდან ამოუღეს" - თეთრიწყაროში ძაღლს ისარი ესროლესცხოველების უფლებადამცველი, ქეთი გაბუნია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სოფელ თეთრიწყაროში ძაღლს ესროლეს ხელნაკეთი ისარი და მოარტყეს სათესლე ჯირკვალში.
ცხოველების უფლებადამცველებმა ძაღლი თბილისში ჩამოიყვანეს. ექიმებმა ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს და სხეულიდან ლურსმანი ამოუღეს. ,,სათესლე ჯირკვლიდან ამოღებული ლურსმანი”, – წერს ქეთა გაბუნია და ფოტოს აქვეყნებს.
,,იმისთვის, რომ არ მივატოვოთ გასაჭირში მყოფი ცხოველები და შევძლოთ მათი დახმარება, ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდება.
👉🏻 გაიღე დონაცია:
მიმღების დასახელება: ააიპ პროექტი ცხოველებისთვის”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.