ცეკვა დედის ოპერაციის ფულის შესაგროვებლად – მამუკა ფოცხორაიას 42.000 ლარი შეუგროვეს

ცეკვა დედის ოპერაციის ფულის შესაგროვებლად - მამუკა ფოცხორაიას 42.000 ლარი შეუგროვესმამუკა ფოცხორაიამ დღეს, 23 აპრილს, საჯარო რეესტრს მიმართა მარტვილში ბინის დასარეგისტრირებლად.

ბინის თანხა მამუკამ უკვე გადაიხადა.

შემდეგი კვირიდან ქალაქ მარტვილში, მას თავის სახლში შეეძლება ცხოვრება. მალე დედასაც გულის ოპერაციას გაუკეთებენ – ერთ-ერთი კერძო კლინიკა მამუკას დედას უფასოდ გაუკეთებს ოპერაციას.

მამუკა დედის ოპერაციის ფულის შესაგროვებლად მარტვილში ქუჩაში ყოველდღე ცეკვავდა. მის შესახებ „ბათუმელების“ მიერ ვიდეორეპორტაჟის და სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მამუკას ანგარიშზე 42 ათასზე მეტი ლარი ჩაირიცხა.

სწორედ იმიტომ, რომ მთელი ქვეყნიდან არაერთმა ადამიანმა გადაწყვიტა მამუკას დახმარება, მას თავისი ორივე ოცნება აუსრულდება – ბოლოს და ბოლოს ექნება საკუთარი სახლი, სადაც ისე იცხოვრებს, როგორც მას მოსწონს და დედასაც გულის ოპერაციას გაუკეთებენ.

მამუკამ ბინაში 11 500 დოლარი გადაიხადა. გარემონტებულ ბინაში დგას ახალი ავეჯი და ტექნიკა.

ნეტგაზეტი