თბილისის ბაღში აღმზრდელმა ბავშვი სასტიკად სცემა – ,,ჩემი შვილი დალურჯებული გამოვიყვანე”

თბილისის ბაღში აღმზრდელმა ბავშვი სასტიკად სცემა - ,,ჩემი შვილი დალურჯებული გამოვიყვანე''შემზარავი ფაქტი მოხდა თბილისში – 128-ე ბაგა-ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვი სასტიკად სცემა. როგორც აღსაზრდელის მშობელი აცხადებს, 23 აპრილს შვილი ბაღიდან დალურჯებული გამოიყვანა, მას სახეზე დაზიანებები ჰქონდა. ცემის ფაქტი კი ბავშვის მხრიდან საჭმლის მოთხოვნას მოჰყვა:

-ფიზიკური ძალადობა იყო – შენჯღრევა და ხელის დარტყმა. დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან. შემდეგ მოვითხოვე კამერების ამონაწერი და ჩემი თვალით ვუყურე ძალადობის ფაქტს. ბავშვი უცხო პირებს როცა ხედავს, იმალება მშობლების უკან, სახეზე ხელს იფარებს, რომ არ გაარტყან, – აცხადებს მშობელი.

როგორც ბაგა-ბაღის დირექტორი, მანანა ყავლაშვილი განმარტავს, მომხდარი ფაქტის გამო აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლა:

-საღამოს შემომივიდა ინფორმაცია. დილით დავიბარე პროგრამისტი, რადგან კამერები ჭედავდა. გამოვუძახე პოლიციას. ვაცნობე ბაღების სააგენტოსაც. აღმზრდელი გათავისუფლებულია, მის თანაშემწეს სასტიკი საყვედური გამოვუცხადე და ჯგუფიდან გამოვიყვანე, სამუშაო ადგილი შევუცვალე. გამოძიება დაწყებულია, ჩვენებაც მივეცი.

ნიუპოსტი