“მობილური მომცა და მდინარეში შეცურა, 3 თვის წინ დედა ხელში ჩაკვდომია” – რიონში დაკარგულ მამაკაცს ისევ ეძებენ

"მობილური მომცა და მდინარეში შეცურა, 3 თვის წინ დედა ხელში ჩაკვდომია" - რიონში დაკარგულ მამაკაცს ისევ ეძებენრიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ – მამაკაცის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

სამძებრო სამუშაოებში დაახლოებით 100-მდე მაშველია ჩართული, 15 კმ სიგრძის მონაკვეთზე დაახლოებით 10-მდე ნავი მუშაობს.

კომპანია “ენკამ” სრული მობილიზაცია გამოაცხადა, რათა შესაბამის სამსახურებს სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში დაეხმაროს.

“კომპანია “ენკამ” გამოაცხადა სრული მობილიზაცია, რომ დავეხმაროთ სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვიპოვოთ ეს ადამიანი და გვერდში დავუდგეთ ყველანაირად პოლიციას და სამაშველო სამსახურებს,” – აცხადებს კომპანია “ენკას” სოციალური საკითხების ოფიცერი სპარტაკ გუგუსიანი.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა – ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში გადახტა და გაუჩინარდა.

"მობილური მომცა და მდინარეში შეცურა, 3 თვის წინ დედა ხელში ჩაკვდომია" - რიონში დაკარგულ მამაკაცს ისევ ეძებენ“მდინარის პირას მოვდიოდი, დავინახე. იდგა, დამინახა და დამიძახა. მივედი, მომცა მობილური და მთხოვა, რომ მისი ახლობლისთვის მიმეცა, როგორც მითხრა, ჯანოსთვის. მივტრიალდი და წავედი. 5-6 ნაბიჯი გადავდგი, შემოვტრიალდი და ვკითხე, შენ რა გქვია-მეთქი. და ამ დროს არც მოტრიალდა, უკვე მოძრაობდა, მდინარისკენ გარბოდა, შეცურა და ამ დროს დავიყვირე,” – უთხრა რუსთავი 2-ს სამოქალაქო აქტივისტმა კახა ავალიშვილმა.

წყალში გადახტომამდე ცოტა ხნით ადრე მამაკაცი სხვებთან ერთად ვახშმობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მიაწოდა და წყალში შევიდა. მისი შეჩერება ვერ შეძლეს.

მასთან ერთად მყოფები ამბობენ, რომ 3 თვის წინ მამაკაცს დედა გარდაეცვალა, ხელში ჩააკვდა.

თვითმხილველები არც სუიციდს გამორიცხავენ.