“მიშა ანდღულაძემ მამის გარდაცვალება ვაჟკაცურად გადაიტანა”

"მიშა ანდღულაძემ მამის გარდაცვალება ვაჟკაცურად გადაიტანა",,მშვიდობა გაქვს, მიშა ანდღულაძე?” – წერენ შოუმენ მიშა ანდღულაძეზე მას შემდეგ, რაც ,,ფორმულაზე” გავიდა გადაცემის ანონსი, სადაც ის მამაზე საუბრობს, როგორ სცემდა  დედამისს და მოზარდ შვილზე სექსუალურად ძალადობდა.

შოუმენის მამა, ბუხუტი ანდღულაძე, ერთი წლის წინ გარდაიცვალა. მას ოპერაცია გაუკეთეს, 5 დღის შემდეგ მოულოდნელად დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის 75 წლის იყო. მაშინ ,,სარკე” მიშა ანდღულაძის ძმას, დათო ანდღულაძეს და დედას, ქალბატონ ლალი ხომასურიძეს, ესაუბრა.

დათო: მომენტალურად გათიშულა. თურმე მიცვივდნენ ექიმები, ყველაფერი გაუკეთეს… ექიმმა მითხრა, 1% იყო რისკი და ზუსტად ის მოხდაო. მგონი, ფილტვიდან ატყდა სისხლდენა. ეს ოპერაცია რომ არა, შეიძლება წლები კიდევ ეცოცხლა. ოპერაციის წინ მითხრა, ეს განაჩენივით არის ჩემთვისო… მამას ახლა რომ გააგებინა, რის გამო გარდაიცვალა, ალბათ თავიდან მოკვდებოდა, ეს როგორ დამემართაო…

საოცარი იუმორის გრძნობაც ჰქონდა. მიშაზე ხუმრობდა, ვუთხარი, ისეთი პროფესია არ აირჩიო, ხალხი რომ გააცინო და მაინცდამაინც ისეთი საქმე აირჩია, მართლა ხალხს აცინებსო. მიშამაც ვაჟკაცურად აიტანა მამის უეცრად გარდაცვალება.

ფიზიკურად აღარ არის, მაგრამ მის სულს სულ ვგრძნობ. მინდა, მისი საქმე გავაგრძელო…

ლალი: 43 წელი ვიცხოვრეთ ერთად, საუკეთესო შვილები გავზარდეთ.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”