გიორგი ფხაკაძე: “პსპ-ს ფარმაცევტს ფიზიკა და ბიოლოგია საერთოდ არ გისწავლიათ?!”

გიორგი ფხაკაძე: "პსპ-ს ფარმაცევტს ფიზიკა და ბიოლოგია საერთოდ არ გისწავლიათ?!"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, სამედიცინო პირბადეებში სხვადასხვა ორგანიზმი არსებობს. ფხაკაძე კონკრეტულ ფარმაცევტსაც მიმართავს.

„სამედიცინო პირბადეში არაფერი არ არის “ბოჭკოს” გარდა. ბოჭკო ორთქლზე და ნესტზე რეაგირებს!!!

მარეხი ბრძანდებით PSP Pharmacy/პსპ აფთიაქის ფარმაცევტი. ფიზიკა და ბიოლოგია სკოლაში საერთოდ არ გისწავლიათ?!

PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი აფთიაქების ქსელს კი მოვუწოდებ, სათანადო ტესტირება ჩაატარეთ, სანამ აიყვანთ თანამშრომლებს! თქვენს თანამშრომლებს სათანადო ტრენინგები ჩაუტარეთ, კვალიფიკაცია რომ აუმაღლოთ! ასეთი რამ სამედიცინო პერსონალისგან მიუღებელია! სამედიცინო პირბადეში არაფერი არ არის “ბოჭკოს” გარდა და ბოჭკო ორთქლზე და ნესტზე რეაგირებს!”

პრაიმ ტაიმი