დათო ოქიტაშვილი: ,,ჯემალ სეფიაშვილს ლამის ინფარქტი დაემართა, გაგიჟებულია”

დათო ოქიტაშვილი: ,,ჯემალ სეფიაშვილს ლამის ინფარქტი დაემართა, გაგიჟებულია"კულტურის პალატის თავმჯდომარე, დათო ოქიტაშვილი ჭორს უწოდებს ინფორმაციას, რომ ის პოზნერის მიერ მიწვეულ სტუმრებს შორის იყო. ამის შესახებ ის ,,პრაიმტაიმთან” საუბრობს:

– ჯერ თქვეს, ჯემალ სეფიაშვილი დავინახეთ სტუმრებს შორისო. ჯემალი ბათუმშია, კბილებს იკეთებს და ჩამოღებული აქვს მთელი ყბა. გაგიჟებულმა დამირეკა, კინაღამ ინფარქტი დაემართა, არ ვყოფილვარო.

იქ მისვლას არც ვიკადრებდი. ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე ვინც იტყვის, რომ არ არის საქართველო და გალანძღავს ჩემს ქვეყანას, ვინც უნდა იყოს, ხმას არ გავცემ. მეორეც – მას  არც ვიცნობ.