“ამაღამ აღარავინ მცემს” – ქმრის მკვლელი ქალი სასამართლომ გაამართლა

"ამაღამ აღარავინ მცემს" - ქმრის მკვლელი ქალი სასამართლომ გაამართლამელექ იფექი თურქი ქალია, რომელიც 108 დღის წინ საკუთარი მოძალადე-სადისტი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და ახლა, 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უდანაშაულოდ სცნეს.

მელექის ამბავმა შეძრა მსოფლიო – ის არის ქალი, რომელიც 14 წლის მანძილზე უძლებდა ქმრის წარმოუდგენელ მოპყრობას, ფიზიკურ, სექსუალურ, ფსიქოლოგიურ ძალადობას. მამაკაცი მასზე ძალადობდა არასრულწლოვანი შვილების თვალწინაც კი, აწამებდა მას.

ერთ-ერთი წამების დროს, 31 წლის ქალი გოგონების თვალწინ ეხვეწებოდა მამაკაცს, რომ არ მოეკლა, ხოლო მან იფექი აიძულა შიშველი, დაბმული დარჩენილიყო იატაკზე მთელი ღამის მანძილზე.

ახალგაზრდა ქალს ამ ყველაფრის გაძლება აღარ შეეძლო და წამების დროს საკუთარი ქმარი იარაღით მოკლა, შემდეგ კი პირდაპირ შეატყობინა პოლიციას ამის შესახებ.

პირველი სიტყვები, რაც მან ოფიცრებს უთხრა, იყო:

– ამაღამ მე აქ არავინ მცემს.

მელექი ამ დროს შიშველი იყო და ხელბორკილები ეკეთა.

გეორგიანს გრ