ცოლის ცემისას კაცს 8 თვის ბავშვი შემოაკვდა – ,,მეუღლე სცემაო, შვილებს ხელს არ ადებდა”

ცოლის ცემისას კაცს 8 თვის ბავშვი შემოაკვდა - ,,მეუღლე სცემაო, შვილებს ხელს არ ადებდა''ტელეკომპანია ,,პირველის” ინფორმაციით, გურჯაანში 36 წლის კაცმა 25 წლის ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალს ამ დროს ხელში 8 თვის შვილი ეჭირა. ბავშვმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

-ამათ ყოველდღე ეს ამბავი აქვთ. ჩვენც ასე გავიგეთ, ქმარმა მეუღლე სცემაო და ბავშვს ეს დაემართაო. შვილებს ხელს არ ადებდა. სხვა არ გაგვიგია, რა მოხდა, – ამბობს მეზობელი.

ამ საზარელ ფაქტს უფლებადამცველი ბაია პატარაია გამოეხმაურა:

,,ცოლის ცემისას კაცს 8 თვის ბავშვი შემოაკვდა, რომელიც დედას ხელში ეჭირა – საქართველო, 2021.
პ.ს. შემოაკვდა რა… მოკლა. ძვირფასო ქალებო და გოგოებო, საერთოდ ნუ გათხოვდებით, თუ თავის რჩენა და დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება არ გაქვთ, რომ ვიღაც მანიაკის ტყვეობაში არ აღმოჩნდეთ მთელი ცხოვრებით გამწარებულები. არ ღირს, მართლა არ ღირს ამდენ ტანჯვად არაფერი”.