,,თუ ეს წამლები მიიღეთ, არ უნდა აიცრათ!.. მეგი არის გმირი და მას ჯილდო უნდა გადაეცეს მამაცობისთვის” – რეკომენდაციები გიორგი ფხაკაძისგან

,,თუ ეს წამლები მიიღეთ, არ უნდა აიცრათ!.. მეგი არის გმირი და მას ჯილდო უნდა გადაეცეს მამაცობისთვის" - რეკომენდაციები გიორგი ფხაკაძისგანგაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას ემოციურად გამოეხმაურა. ამ ტრაგედიაში ,,ასტრა ზენეკას” კი არა, იმ ადამიანებს ადანაშაულებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესშია ჩართული. ის ,,სარკესთან” ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ლაპარაკობდა, რომ საქართველომ ვაქცინაციის გეგმა კი არა, სადღეგრძელო წარადგინა.

– მეგი ბაქრაძე უნდა დაკრძალონ, როგორც გმირი და გადაეცეს ჯილდო მამაცობისთვის, – ამბობს ფხაკაძე და კომპენსაციაზეც საუბრობს, რომელიც გარდაცვლილის ოჯახს უნდა გადაეცეს.

-არ უნდა იქნას გამოყენებული ,,ასტრაზენეკა” 55 წლამდე… ხომ გემუდარებოდით, გააჩერეთ, გვაცალეთ პარასკევამდე-მეთქი, ხომ გადარჩებოდა ეს ადამიანი….

რეკომენდაცია: ორი დღით ადრე ალკოჰოლი არ უნდა მიიღოთ, აცრის მერე ორი კვირა ალკოჰოლი არ უნდა მიიღოთ. სასურველია მეორე დოზამდე. არსებობს წამლების ჩამონათვალი, რომლებიც ორი კვირით ადრე არ უნდა გქონდეთ დალეული. თუკი ეს წამლები მიიღეთ, არ უნდა აიცრათ. ეს იციან ექიმებმა და ,,გუგლში” ცხრილიც არსებობს.

აცრის მერე 15 წუთი არის მნიშვნელოვანი და დარჩით დაწესებულებაში. თუ რამე ცვლილება იგრძენით, მაშინვე  შეატყობინეთ. 45  წუთი დაწესებულებიდან არ გამოხვიდეთ. თუ არაფერი იქნა, 99 პროცენტით კარგად გაიარეთ. მერე შეიძლება გქონდეთ სიცხე, მაგრამ ეს ნორმალურია. თუ სიცხე გახანგრძლივდა, დაუკავშირდით ექიმს.