საქართველოს დიდ ნაწილში შუქი ჩაქრა

საქართველოს დიდ ნაწილში შუქი ჩაქრა„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” საქართველოს რეგიონების და დედაქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს.

“საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო”, – აღნიშნულია განცხადებაში.