სალათი მწვადით და მჭადით – სერგო ოვჩარენკოს რეცეპტი ,,სარკის” მკითხველებისთვის

სალათი მწვადით და მჭადით - სერგო ოვჩარენკოს რეცეპტი ,,სარკის" მკითხველებისთვის,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

კულინარიული შოუ ,,მასტერშეფის” გამარჯვებულის, სერგო ოვჩრენკოს სალათი მწვადით და მჭადით _ რეცეპტი ,,სარკის” მკითხველებისთვის.

სერგო ოვჩარენკო:

-მოვამზადე სალათი მწვადით და მჭადით, რომელსაც ჰქონდა ბევრი მწვანილი, ბროწეული, ნიგოზი და მარტივი სოუსი – ზეთი და ძმარი.

ღორის ხორცი შევწვი შამფურზე. შამფურზე შევწვი ასევე მჭადი. არაჩვეულებრივი გამოდის. უფრო მაგარი ცომი უნდა იყოს, რომ არ ჩამოვარდეს. უმჯობესია, გქონდეთ განიერი შამფური. ვიზუალით ქაბაბას ჰგავს, როგორც ქაბაბს აკეთებენ შამფურზე, იმავე პრინციპით კეთდება.

მჭადის ცომს ვუკეთებ ცოტა ზეთს და მარილს გემოვნებით. ამის შემდეგ დავკეპე ნიგოზი, დიდი რაოდენობით ქინძი, ცოტა ნაკლები კამა, დავაყარე ბროწეული, ჩავყარე მწვადი, მოვასხი ზეთისა და ძმრის სოუსი. ზეთი კრავს, აერთიანებს ამ ყველაფერს და ძმარი სიმჟავეს აძლევს, რომელიც ღორის ხორცს ძალიან უხდება. მერე უნდა შემოულაგოთ მჭადი.