ქათმის პაშტეტის პიკანტური რეცეპტი ნუცა სურგულაძისგან

ქათმის პაშტეტის პიკანტური რეცეპტი ნუცა სურგულაძისგან,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

2019 წლის ,,მასტერშეფის” გამარჯვებული, ნუცა სურგულაძე ,,სარკეს” ქათმის პაშტეტის რეცეპტს უზიარებს, რომელსაც შეუძლია თქვენი სადღესასწაულო სუფრა დაამშვენოს.

ნუცა სურგულაძე:

– ხახვი და ნიორი დავჭრათ, დავაყაროთ ქათმის ღვიძლი და სუნელები. მე მიყვარს ხმელი ქონდრის დამატება, ასევე უნდა უცხო სუნელი, მარილი, პილპილი, წიწაკა. აუცილებლად კარაქში უნდა შევწვათ ეს ყველაფერი და დავუმატოთ ცოტა ნაღები.

მიღებული მასა უნდა დავაბლენდეროთ. თუ საცერის საშუალება გექნებათ, გაცერით, რომ ცოტა უფრო კარგი მასა იყოს და მიიღებთ უგემრიელეს პაშტეტს. რა თქმა უნდა, კარგად უნდა გაცივდეს და მიირთვათ პურით მურაბასა და ჯემთან ერთად. ძალიან უხდება კენკრის მურაბა და ჯემი.