,,ფრანგი ქალის მკვლელობის ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს… ქართველები სულ უფრო იჭრიან თავს” – რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი ექიმი

,,ფრანგი ქალის მკვლელობის ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს... ქართველები სულ უფრო იჭრიან თავს" - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი ექიმისაფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში გახმაურებულ მკვლელობაზე წერს, რომელიც, სავარაუდოდ, ქართველებმა ჩაიდინეს.
,,მოკლედ, გინდ შიგნით, გინდ გარეთ, ქართველების ,,გმირობებს“ ვერ აუხვალ. უკვე ბანალური წვრილმანი თუ მსხვილმანი ქურდბაცაცობიდან შეკვეთილ მკვლელობებამდე… არ მიყვარს განზოგადება, მაგრამ ქართველები სულ უფრო და უფრო იჭრიან თავს… ყველგან.
12 თებერვალს ახალგაზრდა ფრანგი ქალი, 2 ბავშვის დედა დაიკარგა უგზო-უკვლოდ ქალაქ რენის მახლობლად. საფრანგეთი ფეხზე დადგა. საინფორმაციო გამოშვებებში მუდმივად ამ ამბავს ატრიალებდნენ. ზოგჯერ ამ შეხსენებების წყალობით მოწმეები ჩნდებიან უცებ… დღეს ამ ქალის ქმარმა აღიარა ცოლის მკვლელობა… საქმე აღძრულია ორგანიზებულ ჯგუფურ მკვლეობაზე. 4 ქართველია დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი ქმრის მეზობელია…
ჩახლართული და ბნელი ისტორიაა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ქმარმა ქართველებს შეუკვეთა ცოლის ,,ელიმინაცია“ შარშან შემოდგომაზე… მერე თითქოს გადაიფიქრა, მაგრამ ქართველები მოითხოვდნენ მისგან 15 თუ 20 000 ევროს (რისთვის?).
ამის გამო ამ კაცმა პოლიციას მიმართა 28 თებერვალს, ვინაიდან ემუქრებოდნენ და ეშინოდა. ფულის გადაცემის დროს სპეცრაზმმა 3 ქართველი დააკავა. ამასობაში თვითონ ქმარმა აღიარა მკვლელობა, მაგრამ რატომღაც მეოთხე ქართველი (მისი მეზობელი) აიყვანეს ასევე…
ცხადია, უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ქართველებისთვის იძულებით ფულის გადაცემა დადასტურებულია… და მინიმუმ რაღაც მორიგ ბნელ, მკვლელობის საქმეში არა ერთის, არამედ 4 ქართველის გარევა სახეზეა”.