,,ორი შვი­ლი ელო­დე­ბა სახ­ლში… სა­დღაც კუ­თხე­ში დგა­ნან და ლო­ცუ­ლო­ბენ, დედა გა­დაგ­ვირ­ჩე­სო” – ლევან რატიანი

,,ორი შვი­ლი ელო­დე­ბა სახ­ლში... სა­დღაც კუ­თხე­ში დგა­ნან და ლო­ცუ­ლო­ბენ, დედა გა­დაგ­ვირ­ჩე­სო'' - ლევან რატიანი27 წლის ექთ­ნის, მეგი ბაქრაძის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ უკვე სტაბილური. ამის შესახებ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ლალი ტუ­რძე­ლა­ძემ განაცხადა:

-ღამე იყო საკ­მა­ოდ მძი­მე. ამ დი­ლის­თვის, ახლა მო­ხერ­ხდა სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მიღ­წე­ვა, სტა­ბი­ლი­ზა­ცია გუ­ლის­ხმობს, რომ აპა­რატ­თან არის სინ­ქრონ­ში, ერ­თად სუნ­თქა­ვენ, წნე­ვა ხერ­ხდე­ბა სამი მე­დი­კა­მენ­ტის მხარ­და­ჭე­რით, მაქ­სი­მა­ლურ დო­ზებ­ზეა, წა­მო­ვი­და ტემ­პე­რა­ტუ­რა, ამ დი­ლის­თვის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რია… მოხ­და ყვე­ლა კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის გან­სა­ზღვრაც, ტვი­ნი ჯერ ცო­ცხა­ლია.

კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი ემოციურ წერილს აქვეყნებს:

,,ღმერ­თო, ეს შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნე. დე­დის დილა მშვი­სო­ბი­სა, დე­დის ალერ­სი და დე­დის სით­ბო ეს ყვე­ლა­ფე­რია ცხოვ­რე­ბა­ში… დედა ის არ­სე­ბაა, რომ­ლის გარეშეც მე პი­რა­დად ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ამ ასაკ­შიც… დე­დაა, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტი. დედა, რო­მელ­საც ორი შვი­ლი ელო­დე­ბა სახ­ლში. სა­დღაც კუ­თხე­ში დგა­ნან და ლო­ცუ­ლო­ბენ, დედა გა­დაგ­ვირ­ჩე­სო. რომ გა­ვი­გე, ერთი მე­სა­მე კლას­შია, მე­ო­რე _ პირ­ველ­ში, გული გა­მი­ჩერ­და… დედა უნდა გა­დარ­ჩეს! მშვი­დო­ბა დაგ­ვბრუ­ნე­ბო­დეს და ეს დედა კი მალე გა­მეშ­ვას მის შვი­ლებ­თან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი…. ღმერ­თო, ეს შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნე…. ეს ომი უპი­რო­ბოდ უნდა მო­ვი­გოთ!”.