მერაბ სეფაშვილი: ,,ნინოს საბოლოო განკურნებას კიდევ ბევრი დრო სჭირდება”

მერაბ სეფაშვილი: ,,ნინოს საბოლოო განკურნებას კიდევ ბევრი დრო სჭირდება",,სარკე”, ია ქუთათელაძე

მომღერალი მერაბ სეფაშვილი 22 წლის იყო, როცა ცხოვრების თანამგზავრად ნინო ჯურხაძე აირჩია. მომღერალი ,,სარკესთან” თავის ოჯახურ ცხოვრებაზე ესაუბრა:

– ოჯახი მამაკაცისთვის მთავარი ციხე-სიმაგრეა. ჩემი და ნინოს სიყვარულმა დროს გაუძლო და უკვე 37 წელია ერთად მოვდივართ.

ნინომ სრულიად გაცნობიერებულად იტვირთა ოჯახის გაძღოლა და ბავშვების აღზრდა. როცა დროის უმეტეს ნაწილს გასტროლებზე ატარებ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს შენს მეორე ნახევარს, რადგან სწორედ ის არის მთავარი ღერძი ოჯახის და მასზეა დამოკიდებული, რამდენად მყარი და დაფასებული ოჯახი გექნება.

– გასულ წელს თქვენს ოჯახს ურთულესი პერიოდი ჰქონდა – თქვენმა მეუღლემ გულის იშემიური ინსულტი გადაიტანა. ახლა როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– ყოველმხრივ მძიმე წელი გვქონდა. ნინო ძალიან ყურადღებიანია, როგორც ჩვენი, ისე საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ექიმებთან რეგულარულად დადიოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა. გულს არასდროს შეუწუხებია, არც რაიმე ნიშნები ჰქონია და უცებ, ასე ცამოწმენდილზე გახდა ცუდად.

დიდხანს ვუმკურნალეთ, ღვთის და ექიმების წყალობით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ დიდი სიფრთხილე და კიდევ ბევრი დრო სჭირდება, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს.

– თითქმის ერთი წელი ხდება, რაც კონცერტები არ გაქვთ, როგორ აისახა ეს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე?

– ცუდად. ჩემი შემოსავალი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ოჯახისთვის ნორმალური პირობები შემექმნა, თუმცა არც არასდროს მქონია იმ რაოდენობის თანხა გადანახული, დიდხანს რომ გამყოლოდა. ამ მძიმე ჟამს ჩემი ებრაელი მეგობრები მეხმარებიან.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”