მარიკა გოცირიძე: ,,მაია ასათიანს ფუმფულა ჰუდებით ვამარაგებ”

მარიკა გოცირიძე: ,,მაია ასათიანს ფუმფულა ჰუდებით ვამარაგებ",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტმა და “კურიერის” წამყვანმა, მარიკა გოცირიძემ, პანდემიის პერიოდში თავისი ჰობი ბიზნესად აქცია და ჩამოაყალიბა ქართული სამოსის ბრენდი. ეკრანზეც ხშირად აცვია საკუთარი ხელით შექმნილი ტანსაცმელი. თავისი ნახელავით კოლეგებსაც ანებივრებს.

კადრმიღმა მარიკას ცხოვრება ოთხი მამაკაცის გარშემო ტრიალებს. ესენი არიან ქმარი, ბიზნესმენი გიორგი ჩქარეული და სამი შვილი – 10 წლის ილიკო და 6 წლის ტყუპები, დემეტრე და დადუ. სხვათა შორის, ტყუპები დედას პოპულარობით არ ჩამოუვარდებიან, რადგან თავის დროზე სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ნინასა და დათო გოცირიძის შვილების როლში მოგვევლინენ. “სარკესთან” მარიკა პანდემიური ცხოვრების თავისებურებებზე საუბრობს:

-ხალხმა ამ პანდემიის დროს სამსახური და პურის ფული დაკარგა, მე კი სამსახურიც მაქვს და რატომ უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან რთულია დღევანდელობა?

ჩემი ქმრის ბიზნესს მნიშვნელოვნად დაარტყა ამ პანდემიამ. დიდი ხანი აშენებდა გუდაურში სასტუმროს, რომელიც ჯერ არც გახსნილა. გამოვიდა, რომ ამხელა სასტუმრო ჩვენთვის ააშენა, რადგან წელს მე და ჩემი შვილები ვიყავით მარტო და სასტუმროს დამლაგებელიც მე ვიყავი და მზარეულიც…

დიზაინერობა ადრე გატაცება იყო, მაგრამ ახლა მეორე პროფესიად ვაქციე. დავიწყე ბიზნესი, ქართული ტანსაცმლის ხაზი ,,მანული”. ეთერშიც ხშირად ჩემი ტანსაცმელი მაცვია. ჩემ მიერ შექმნილ სამოსს თანამშრომლებსაც ვაცმევ. ახლა ამოჩემებული მყავს მაია ასათიანი, რომელიც გაგიჟებულია ფუმფულა ჰუდებზე და მეც ვამარაგებ…

ბრენდები და ის სტილი, რაც მიყვარს, უცხოეთის ონლაინ მაღაზიებიდან ჩამომდის. ჩემი ქმარი მიწერს, რაც მინდა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”