ლელა წურწუმია: ,,მე იმ ღამით ბავშვი დავკარგე”

ლელა წურწუმია: ,,მე იმ ღამით ბავშვი დავკარგე"„არანორმალური ტკივილი დამეწყო, ფერიც აღარ მადევს, ფაქტობრივად, მიცვალებული ვარ… მე იმ ღამეს ბავშვი დავკარგე…“, – ამბობს მომღერალი ლელა წურწუმია თავისი გადაცემის ანონსში. ,,მხოლოდ ლელასთან” დღეს უნდა გასულიყო ეთერში, მაგრამ მეორე კვირისთვის გადაიდო, რადგან მნიშვნელოვანი თემებით ეკა კვესიტაძის ,,კვირის აქცენტები” გავიდა.

გადაცემის სტუმარი ხატია შამუგიაა, რომელიც თავისი ამბის მოყოლის წინ ლელას მიმართავს: ,,ამაზე არასოდეს მისაუბრია და არც ვისაუბრებ… იცოდე, არ იტირო”. როგორც ჩანს, ორი პოპულარული ქალი მტკივნეულ თემებზე ლაპარაკობს.