ია ფარულავა: ,,ეს ჩემი ალქიმიური პროცესებია, რომლებსაც 30 წელიწადზე მეტია ვამუშავებ”

ია ფარულავა: ,,ეს ჩემი ალქიმიური პროცესებია, რომლებსაც 30 წელიწადზე მეტია ვამუშავებ'',,სარკე”, ავთო ჩიტიძე

,,ხალხს ჰგონია, რომ ვარ ძალიან ექსტრავერტი, სინამდვილეში კი ინტროვერტი ვარ. ისედაც 9 საათის შემდეგ ყოველთვის სახლში ვიყავი, არ მინდოდა კონტაქტი სამყაროსთან და დავისვენე, რომ ,,ტუსოვკები” აღარ იმართება” _ ამბობს ,,სარკესთან” მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა. პანდემია მას ფინანსური კუთხითაც შეეხო.

ია ფარულავა:

– მხოლოდ ფინანსური კუთხით შემეხო ცვლილებები. ჩემი სასტუმრო დაიხურა, რადგან ტურიზმი აღარ გვაქვს…

-2020 წლის ბოლოს მამიდა გარდაგეცვალათ. რამდენიმე წლის წინ ,,სარკემ” მასთან ერთად ჩაწერა თქვენი ინტერვიუ.

– ყველაზე დიდი დარტყმა დოდო მამიდას გარდაცვალებით მივიღე. ჩემი მეორე დედა იყო. ყველაფერს მისგან ვსწავლობდი, დღემდე შემომრჩა მისი რეცეპტების წიგნი… დარწმუნებული ვიყავი, 105 წლამდე იცოცხლებდა, რომ არა ეს კოვიდი. რთული გადასატანი აღმოჩნდა ეს ჩემთვის…

ვინც ცუდს დამიწერდა, ეგრევე ხანჯლაობდა. ვეხვეწებოდი, დაანებე თავი-მეთქი. ჩემ წინააღმდეგ წამოსულ ერთ ნეგატიურ სიტყვასაც კი ვერ იტანდა, ყოველთვის მიცავდა. როცა მჭირდებოდა. 18 წელი ამერიკაში ცხოვრობდა, შემდეგ ჩამოვიდა და ისევ წავიდა.

– ცნობილია, რომ ფლობთ მეთოდს, გაუშვათ უარყოფითი ენერგია და მოიზიდოთ მხოლოდ დადებით ემოციები. როგორ აკეთებთ ამას?

– ეს ჩემი ალქიმიური პროცესებია, რომლებსაც 30 წელიწადზე მეტია ვამუშავებ. ყველანაირი იარაღი გამაჩნია იმისთვის, რომ ჩემს თავში დადებითი ენერგიები გავაძლიერო და მოვიშორო ნეგატივი. ამაზე ვწერ კიდეც ჩემს წიგნში ,,თამაში თამაშის გარეშე”.

პანდემიის პერიოდში რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა მთხოვა, ჩემი წიგნის საშუალებით ვასწავლო ეს ხელოვნება. შეიძლება მომავალში  ჯგუფი ავიყვანო და მათ ბევრი რამ ვასწავლო.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”