გურამ შარაძის შვილიშვილი დაქორწინდა – ,,ეს გურამ ლაშას ძე შარაძეა, ჩემი იმედი და ყველაფერი”

გურამ შარაძის შვილიშვილი დაქორწინდა - ,,ეს გურამ ლაშას ძე შარაძეა, ჩემი იმედი და ყველაფერი''მოკლული მეცნიერის, გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი გარდაცვლილი ძმის, ლაშას ვაჟი დაქორწინდა (გურამ შარაძის ოჯახის ტრაგიკულ ბედზე სტატია ბმულზე).
,,სამაგიეროდ, ღმერთმა მაჩუქა ჩემი ძმისშვილები და ეს არის ბედნიერება!  ეს გუგაა, იგივე გურამ ლაშას ძე შარაძეა, ჩემი იმედი და ყველაფერი. არ მრცხვენია თქმა და ვინც იცნობს, დამეთანხმება, რომ ეს არის კაცი კეთილშობილება, წესიერება, იუმორი, თავმდაბლობა… აღარ გავაგრძელებ, თორემ ისედაც ვერ გადავურჩები.
ახლა წავაწყდი ამ ფოტოს, რომელიც გასულ ზაფხულს, გურამ შარაძის ემიგრაციის მუზეუმის გახსნაზეა გადაღებული. დაძაბული დღის შემდეგ, თითქოს ნიშანია სიცოცხლის გაგრძელების, უკეთესი მომავლის რწმენის.
ეს ფბ სამსახურივით ვერ გავიხადე. შეიძლება, რამე დიდი და სასიხარულო მოხდეს და ვერ დავწერო, უბრალოდ  სიტყვებს ვერ ვპოულობ ხოლმე… მოკლედ, არც ისე დიდი ხნის წინ, გუგამ ცოლი შეირთო. ბედნიერი იყავი, გუგლიკო!”, – დაწერა რუსუდან შარაძემ.