,,ჩემი შვილი მამამ მოკლა, ვყვიროდი, მეზობლებო, მიშ­ვე­ლეთ-მეთქი და არა­ვან მო­მეშ­ვე­ლა” – რა მოხდა გურჯაანში

,,ჩემი შვილი მამამ მოკლა, ვყვიროდი, მეზობლებო, მიშ­ვე­ლეთ-მეთქი და არა­ვან მო­მეშ­ვე­ლა" - რა მოხდა გურჯაანშიგუშინ გურჯაანში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. 36 წლის კაცმა 25 წლის ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალს ამ დროს ხელში 8 თვის შვილი ეჭირა. ბავშვმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა. ბავშვის დედამ ,,პირველთან” თავს დატეხილ უბედურებაზე მოუყვა:

-ხე­ლი­დან რომ გა­მომ­გლი­ჯა, ეტყო­ბა, ეგეთ არ­ტე­რი­ა­ში მო­არ­ტყა… ანუ ახა­ლი ნა­ჭა­მი ჰქონ­და და ეტყო­ბა, ყელ­ში მო­უხ­ვდა და გა­გუ­და. აიყ­ვა­ნა და აჯან­ჯღა­რებ­და. მე გან­წი­რუ­ლი ხმით ვყვი­რო­დი, ხალ­ხო, მიშ­ვე­ლეთ. არა­ვინ მიშ­ვე­ლა…გან­წი­რუ­ლი ხმით ვყვი­რო­დი, მე­ზობ­ლე­ბო, მიშ­ვე­ლეთ-მეთქი და არა­ვან მო­მეშ­ვე­ლა…  ბავ­შვი მა­მამ მოკ­ლა…

,,ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.შ. გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს.

მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – წერია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.